ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე გიორგი ვაშაძეს: გეთანხმებით, ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა პროგნოზების კეთებაა

გეთანხმებით, ჩვენი
ერთ-ერთი მოვალეობა
პროგნოზების კეთებაა
1626869566
დაკოპირებულია

„გეთანხმებით, ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა პროგნოზების კეთებაა, სწორედ ამიტომ, სამივე სცენარი წარმოდგენილია თქვენ წინაშე - ოპტიმისტურიც, პესიმისტურიც და საბაზისო სცენარიც“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას.

როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი რისკი - პანდემია გათვალისწინებულია ყველა სცენარში, მათ შორის, პესიმისტურ სცენარში.

„ეს რისკი, რა თქმა უნდა, არსად გამქრალა და არსებობს. ამ შემთხვევაში, პესიმისტურ სცენარში, გათვალისწინებულია 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდა - შედარებით ნაკლები, ვიდრე საბაზისო სცენარში. თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ ყველამ ერთად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჭირო არ გახდეს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ვინაიდან ეს მხოლოდ წლევანდელ ეკონომიკურ ზრდაზე არ იქონიებს გავლენას.

2022 წელსაც შეამცირებს იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალს, რაც გვაქვს. რაც შეეხება ვაქცინაციას - ამჟამად, დღეში შესაძლებელია 20 ათასი ვაქცინის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ, კეთდება 6 ათასი. ეს სერიოზული პრობლემაა.

გამოდის, რომ დღეს რა საშუალებაც გვაქვს, იმის მესამედსაც არ ვიყენებთ, რაც ქმნის ძალიან დიდ რისკებს, ამიტომ თითოეული ჩვენგანის, როგორც მოქალაქის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვისაც გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესში.

ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვიფიქროთ არა დაკეტვაზე, არამედ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.