ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 577 მლნ ლარია გამოყოფილი

სახელმწიფო ბიუჯეტში
გარემოს დაცვის და სოფლის
მეურნეობის
სამინისტროსთვის 577 მლნ
ლარია გამოყოფილი
1634047671
დაკოპირებულია

„მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 577 მლნ ლარია გამოყოფილი“, - ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი“ განიხილეს.

უწყების ცნობით, მომხსენებელმა კომიტეტებს დეტალურად გააცნო მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები, ფინანსური მაჩვენებლები და ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლის საფუძველზეც დაიგეგმა ბიუჯეტის პროექტი.

მომხსენებელმა ისაუბრა თითოეული სამინისტროს დაფინანსების თაობაზე. მან პროგრამების მიხედვით ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის თითოეული მიმართულებით გათვალისწინებული თანხების შესახებ.

კერძოდ, სურსათის უვნებლობის და მცენარეთა დაცვის ნაწილში გამოყოფილია 54,5 მლნ ლარი, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების განხრით 84 მლნ ლარია გათვალისწინებული, ერთიანი აგროპროექტის ნაწილში გათვალისწინებულია 258 მლნ-მდე ლარი, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისა და მისი მოვლა-შენახვისთვის 92 მლნ ლარი დაიხარჯება, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დაფინანსება შეადგენს 18,2 მლნ ლარს. დაცული ტერიტორიების სისტემის დაფინანსება 27 მლნ. ლარზე მეტია, სატყეო სისტემის დაფინანსებისთვის გამოიყოფა 9,8 მლნ ლარი, ხოლო მიწის მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ფარგლებში გათვალისწინებულია 2,9 მლნ. ასევე, 3 მლნ ლარია გათვალისწინებული გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფინანსებაზე.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეს არის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია. სამინისტრო გააგრძელებს კომიტეტებთან და სამინისტროებთან მუშაობას და საბოლოო ვერსიაში მაქსიმალურად იქნება ასახული კომიტეტების და სამინისტროების წინადადებები.

მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. კომიტეტებმა ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს იმ დათქმით, რომ შემდეგი განხილვისას გათვალისწინებული იქნება გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.