ეკონომიკა

Global Finance-მა კობა გვენეტაძე საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ზედიზედ მესამედ დაასახელა

საქართველოს ბანკი
1601466498
დაკოპირებულია

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2020 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის მესამედ დაასახელა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„Global Finance - მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებაში პირველად 2018 წელს ჩართო და ის, გასული ორი წლის მსგავსად, A- შეფასებით ცენტრალური ბანკის მმართველების იმ ელიტარულ კლუბში მოხვდა, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ცენტრალური ბანკების ჩვენი ყოველწლიური შეფასება აჩვენებს, თუ რომელი ქვეყნები მართავენ ეკონომიკას სწორად და როგორი პოლიტიკა იძლევა დადებით შედეგებს“, - განაცხადა Global Finance - ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯარაპუტომ. მისი თქმით, "კარგ დროსაც კი, ცენტრალური ბანკები მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დგანან. დღეს, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის გლობალურმა კრიზისმა მოიცვა, ცენტრალური ბანკები ისე, როგორც არასოდეს, ექცევიან პოლიტიკური და პრაქტიკული რეალობის წნეხს შორის“, - აღნიშნა Global Finance - ის გამომცემელმა.

2020 წლის Central Banker Report Cards - ში 90-ზე მეტი ცენტრალური ბანკირი შეფასდა. სრული ანგარიში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების დროს, Global Finance - ის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდება და GFMag.com ‑ ზეც განთავსდება.

erovnuli_o_h.jpegკობა გვენეტაძესთან ერთად, წელს აღნიშნულ კატეგორიაში არიან: ჩეხეთის ცენტრალური ბანკის მმართველი (ირჟი რუსნოკი), ასევე, ისრაელის (ემირ იარონი), ისლანდიის (ასგეირ იონსონი), საუდის არაბეთის (აჰმედ ალხოლიფეი), აშშ-ის (ჯერომ პაუელი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.

Global Finance - ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.

1987 წელს დაარსებული Global Finance - ი 193 ქვეყანაშია მიმოქცევაში. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტინაციონალურ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მაღალ თანამდებობებზე მყოფი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე - GFMag.com - ქვეყნდება ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 33-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance - ის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს და ჟურნალის წარმომადგენლობები მთელს მსოფლიოშია განთავსებული.

საქართველოს მესამე
პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი Pia.ge

უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ მ...

„ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა.

„ხომ შეიძლება რომ გავაკეთოთ დაავადებათა და რისკის შემცველი კატალოგი და ვთქვათ, რომ აი, ამ ასაკის ბავშვთა, აი ეს ჯგუფები არიან განსაკუთრებული რისკ ჯგუფები, ეს ხომ შეიძლება? - ამის შესახებ ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1635365920

„ამ კვლევის შემოქმედიც ალბათ მიხვდით, რომ ცნობილი „იპსო“ უნდა ყოფილიყო, რომელსაც თუ დაეჯერება ბოლო კვლევებით ოპოზიციას ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს უნდა მოეგო, თუმცა პირველი ტურის შედეგებთან მთელი 10 პროცენტიანი ცდომილება აჩვენა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე IPSOS Global-ის წინასაარჩევნო კვლევას.

1635365477

„ჭკუიდან შეიშალა და გაგიჟდა სრულიად პარტ-ტელევიზიები და მათი გაერთიანების დირექტორი ნიკა გვარამია: უბრალო საქმე ხომ არაა ამდენი ხალხის ხილვა აქციაზე, აქცია, რომელმაც მარტივი რამ თქვა - არა ნაცმოძრაობას“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას.

1635364336

„ისტორიული სირცხვილი და უბედურება არ დაგვატყდეს თავს, ამას ვერავინ ვერ ზიდავს და ჩამოირეცხავს“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ფეისბუკ“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

1635364291
საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი pia.ge

თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას: ვფიქრობ, I...

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „მთავარ არხზე“ გამოქვეყნებულ Ipsos Global-ის კვლევას ეხმაურება, რომლის გავრცელება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააანონსა და რომლის თანახმად კახა კალაძეს ხმების - 51,6%, ხოლო ნიკა მელიას - 48,4% აქვს.

„სკაიპით“ რომ შეიძლებოდეს ბავშვების გაზრ...

„ზუგდიდის მერიაში ვინც ღირსეულია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ეს ქალაქი, ყველანი დარჩებიან და, ასევე, შეივსება ახალგაზრდა ნიჭიერი კადრებით. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ კორუფციისაგან მერია“, - ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ქალაქში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა.

„პერსონალურ წყენებზე მაღლა უნდა დადგნენ...

„რაც არ უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ“, გასაგებია ვის ხელშია ქვეყანა. მათ აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების დამყარება, სამართლიანობის აღდგენა რომ უნდოდეთ, მეათე წელია ხელისუფლებაში არიან და ყველაფრის თავის ადგილზე დალაგება შესაძლებელი იყო“ , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი: სამეგრელო ყოველთვის იყო...

„სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც აფასებდნენ ჰუმანურობას და სძაგდათ ბოროტება და ძალადობა. სამეგრელო ყოველთვის იყო მხარე, სადაც სტაბილურობას და განვითარებას აფასებდნენ, არასოდეს იყურებოდნენ წარსულში და ხედავდნენ მომავალს, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის, საქართველოსთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა.