მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იქნება თუ არა შესაძლებელი ზამთრის კურორტებზე დასვენება - თურნავას განმარტება

კურორტი გუდაური

„როგორც იცით, ჩვენ არ ვაპირებთ მასშტაბური „ლოქდაუნის“ გამოცხადებას, თუმცა წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. მნიშვნელოვანია ვმართოთ შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა, თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და ეს გახდება ცნობილი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ზამთრის კურორტებზე შეზღუდვების გავლენა მათ გეოგრაფიაზე იქნება დამოკიდებული.

„თუ რა დოზით და რა გეოგრაფიით გვექნება ეს შეზღუდვები, აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ ზამთრის კურორტებზე. ზამთრის, ისევე როგორც ზაფხულის კურორტები, დიდი მობილობის გენერატორია ამიტომ ამ საკითხზე კითხვები არსებობს. ვმუშაობთ ამაზე და გადაწყვეტილებას მოგახსენებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 93092 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 73 877განიკურნა, 853 ადამიანი კი გარდაიცვალა.

აგრევე წაიკითხეთ:

👉 გახარია: დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ

👉 უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში, 3 728.9 მლნ. დოლარი შეადგინა