ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: წლევანდელი ეკონომიკური ზრდა, პესიმისტური სცენარით, 7%-ზე მეტი იქნება

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
1623239118
დაკოპირებულია

ჩვენ ვუყურებთ ეკონომიკის ძალიან სწრაფ აღდგენას; ის ტენდენციები, ტრენდი და პოზიტიური სიგნალები და განწყობები, რაც ბიზნესიდან მომდინარეობს, ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს და იმედს, რომ ძალიან სწრაფად ხდება ეკონომიკის აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ლარის გამყარების ტენდენცია გრძელდება და ექსპერტები ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას პროგნოზირებენ.

„ეს ყველაფერი გვიქმნის ძალიან პოზიტიურ ფონს და განწყობას იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა აღდგება ძალიან სწრაფად. ეკონომიკის აღდგენა უკვე დაიწყო, 45% იყო აპრილის თვეში ეკონომიკის ზრდა, რაც იყო უპრეცედენტო მაჩვენებელი და უნიკალური შემთხვევა. მაისშიც ჩვენ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალ შედეგს ველოდებით.

შესაბამისად, წლევანდელი ეკონომიკური ზრდა, პესიმისტური სცენარით, 7%-ზე მეტი იქნება, ოპტიმისტური სცენარით, შეიძლება 10%-ზე მეტიც იყოს, ეს ნიშნავს უფრო მეტ სამუშაო ადგილებს, უფრო გახსნილ ეკონომიკას, მეტ ტურისტს, რაც მთლიანობაში ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩამოსვლას გეგმავს.

1627631167

შუახევის მუნიციპალიტეტში მორიგი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

1627631139

„პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფორმატში მოხდება მეცნიერების პრიორიტეტების განსაზღვრა“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1627630712

საქსტატის ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4400 სამშენებლო ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5%-ით მეტია.

1627630583
მზის ელექტრო სადგური Pia.ge

სომხური მიწა არ იყიდება?!

სომხეთის მთავრობამ, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, 500 ჰექტარი მიწა BOO ხელშეკრულების პრინციპით გადასცა განახლებადი რესურსების არაბულ კომპანიას, რომელიც სომხეთის ცენტრალურ ნაწილში, თალინისა და დაშტადემის სოფლებში 200 მგვტ სიმძლავრის პირველ მზის ელექტრო სადგურს ააშენებს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფის მიმარ...

საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფ ვ.ქ-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე გ.გ-ს და გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1627628198
2712 ინფიცირება, 1561 გამოჯანმრთელება, 2...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო 1561 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერი...

სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, ქედის მუნიციპალიტეტში, კომპანიამ „აჭარა თრეიდინგ გრუფი” პოლიეთილენის ყუთების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.