მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კოვზანაძე: ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2%-ით გაიზარდა

ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2%-ით გაიზარდა

„რამ გამოიწვია. რომ გამოვლენილი დარღვევების ფინანსური მაჩვენებელი ორჯერ არის შემცირებული“, - მიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი მექვაბიშვილს კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის აუდიტის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ანგარიშში ჩანს, რომ 2020 წელის საქმიანობის შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2 პროცენტით გაიზარდა და 89 პროცენტი, 13, 8 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა, რაც მისასალმებელია.

მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამური მოცულობა თითქმის ორჯერ შემცირდა.

„ანგარიშში მოჩანს რომ ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი არის აწეული და არის 89 პროცენტი, 13, 8 მილიარდი ლარი. მნიშვნელოვანია ეს ზრდა და თქვენ ამას სისტემატურად ახერხებთ.

ეს ჩვენთვის კარგი ციფრია, მაგრამ ამავე დროს ორჯერ არის შემცირებული გამოვლენილი ფინანსური დარღვევების ფინანსური მაჩვენებელი და ის 35 მილიონ ლარამდეა. დარღვევების ჯამური მოცულობა 2018 წელს იყო 66 მილიონი, 2019 წელს კი 69 მილიონი ლარი.

მაინტერესებს თქვენი აზრი, რით არის ეს გამოწვეული. იმით, რომ ეს ორგანიზაციები შემოწმდა ეფექტურად და გადაცდომების მაჩვენებელმა იკლო თუ აუდიტორების კვალიფიკაცია, მონდომება და შემართება შემცირდა?“,- მიმართა ირაკლი კოვზანაძემ გენერალურ აუდიტორს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.