მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელთან ტურისტული მიმოსვლა შესაძლოა აგვისტოში აღდგეს

ისრაელის ფოტო

ისრაელთან ტურისტული მიმოსვლა შესაძლოა აგვისტოში განახლდეს. ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.

მისი თქმით, ტურისტული მიმოსვლის განახლებაზე საუბარი ისრაელთან, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს განახლდება.

"მქონდა პატივი, დაგვეგეგმა და მონაწილეობა მიმეღო საქართველოს ეკონომიკის და ისრაელის ტურიზმის მინისტრების ვიდეო შეხვედრაში. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენაზე. როგორც ჩანს, ეს აგვისტოში იქნება",- წერს დიპლომატი.