მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე მაჭავარიანი: ეროვნული ბანკის იმ დროისთვის ზედმეტი სიფრთხილე დღეს გამოგვადგა, რომ საბანკო სისტემა ერთმნიშვნელოვნად მყარი და დაცულია

ფინანსთა მინისტრი, კორონავირუსი, 2020

„ეროვნული ბანკის იმ დროისთვის ზედმეტი სიფრთხილე დღეს გამოგვადგა, რომ საბანკო სისტემა არის ერთმნიშვნელოვნად მყარი და დაცული,“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „forbes კვირასთან“ განაცხადა.

მაჭავარიანმა ეროვნული ბანკის პოლიტიკა შეაფასა და განაცხადა, რომ შარშან ეროვნული ბანკი არაერთხელ მოჰყვა კრიტიკის ქარ-ცეცხლში და თავადაც ჰქონდა შენიშვნები იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ცენტრალური ბანკი ახორციელებდა, იგულისხმება რეგულაციები ფიზიკური პირების დაკრედიტების ნაწილში, რამაც გაართულა სესხების აღება.

„მეც რაღაც ნაწილში არ ვეთანხმებოდი ხოლმე: საკუთარ სიტყვებს გავიმეორებ და გეტყვით - „ძალიან დიდ ჯავშანს ადებს საფინანსო სისტემას-მეთქი სებ-ი. ამ დონის ყუმბარები და რისკები არ ცვივა-მეთქი” - ვიძახდი. თუმცა, თუ ამხელა ყუმბარები გადმოცვივდებოდა, არავინ ელოდა. აღმოჩნდა, რომ ეროვნული ბანკის იმ დროისთვის ზედმეტი სიფრთხულე დღეს გამოგვადგა, რომ საბანკო სისტემა არის ერთმნიშვნელოვნად მყარი და დაცული. ამ კუთხით მათ შორის დედოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, იგივე დოლარზე სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა - კურსის ასეთი მერყეობის პირობებში, ესეც დამცავ მექანიზმად შეგვიძლია ჩავთვალოთ. არ ვიჩქარებდი და ამ ნაწილში არ დავუყენებდი მოთხოვნებს (ეროვნულ ბანკს). ჯერ კიდევ უნდა შევხედოთ”,- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, სამომავლოდ მაინც მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისკენ უნდა განვეწყოთ.