მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანე მაჭავარიანი: მოზიდული $1.5 მილიარდი - თანხა, რაც საქართველოს საგარეო ვალების დაფარვის შემდეგ ქვეყანაში რჩება

ფინანსთა მინისტრი, 2020

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო კორონავირუსის პანდემიის პირობებში საგარეო ვალების გადახდას არ წყვეტს.

მინისტრის თქმით, 1.5 მილიარდი დოლარი - ეს არის ის თანხა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან თანხების მოზიდვისა და ვალების დაფარვის შემდეგ ქვეყანაში რჩება. აღნიშნულ თანხას კი მთავრობა მიზნობრივად გამოიყენებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარასკევს წარადგინა:

“საქართველოს ვალი იზრდება და შეიძლება მშპ-სთან მიმართებით 60%-საც კი მივუახლოვდეთ, თუმცა, გადახედეთ მსოფლიოს და ნახავთ, რომ ეს სანატრელი ციფრი გახდება წლის ბოლოს. ამიტომ ეს ბუნებრივი და ადეკვატური მოვლენაა, თუმცა, არასასიამოვნო. როცა ვსაუბრობთ, რომ მილიარდ ნახევარს მოვიზიდავთ (დონორებისგან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან), ეს ნიშნავს, რომ მოვიზიდავთ წმინდად. ანუ იგულისხმება, რომ რაც მიმდინარე ვალდებულებებია, იმას ვფარავთ და ეს (1.5 მილიარდი დოლარი) ნამატია. ეს წმინდა ნამატია. ჩვენ ყველაფერს ვიხიდით, რაც გადასახდელია”,- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.