ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის პროგრამის გახანგრძლივება სწორი გადაწყვეტილება იყო

ფინანსთა მინისტრი, 2020
1586980719
დაკოპირებულია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის გახანგრძლივება ერთი წლით მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა მარტინთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენთან, კობა გვენეტაძესთან ერთობლივი ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე და პროგრამის საერთო თანხის გაზრდაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ფონდის მისიასთან მუშაობა დაიწყო სამი მთავარი ამოცანის გადასაწყვეტად. ესენია: პანდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკაზე მიყენებული ზარალის სწრაფად აღმოფხვრა. მან კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსის მნიშვნელობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან შეთანხმება, რადგან შეთანხმების შედეგად, საქართველოს გამოეყოფა 200 მლნ აშშ დოლარი. ჩვენ ასევე საკმაოდ წარმატებით ვითანამშრომლეთ პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან და მიღწეული გვაქვს შეთანხმება, მიმდინარე წელს დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე. ამას დაემატება ამავე მოცულობის ინვესტიცია კერძო სექტორში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შედგა შეთანხმება განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზზე და იმ დანაკლისზეც, რაც ქვეყნის ეკონომიკამ პანდემიის გამო განიცადა.

„2020 წელს ველით, დაახლოებით, 4-5 პროცენტიან ეკონომიკურ კლებას, ასევე, ჩვენი შეფასებით, გვექნება, დაახლოებით, 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დანაკლისი საგადამხდელო ბალანსში, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ეს თანხა უკვე მოძიებულია და შეივსება ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მსოფლიო პანდემია სამწუხაროდ, გამოიწვევს რეცესიას. საბედნიეროდ, შემდეგ წლებში, ამას მოჰყვება მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკა აუცილებლად აინაზღაურებს ამ დანაკლისს.

„სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკით, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

„ზაფხულში მნიშვნელოვან
საჭიროებას წარმოადგენს
მოქალაქეებისთვის
გადაადგილებაზე შეზღუდვის
მოხსნა“

შესაძლოა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწე...

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება, ასევე, პრევენციული ზომების მიღებაზეც გაამახვილა.

1632340320

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1632340271

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ღამის კურიერის წამყვანი ევროკავშირის ელჩს შეადარა.

1632338176

2021 წლის 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამის საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1632336744

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 22 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

1632336226
საქართველოს გიდების
ასოციაციის ლოგო

პოლიციის მიერ მსგავსი დანაშაულის აღკვეთა უაღრ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას გიდების ასოციაცია ეხმაურება.

1632328746
„მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და...

„კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632327970
მაბრალებენ, რომ მძიმე რაღაცებს ვამბობ, ა...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, ორსულებში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორსულების აცრა მნიშვნელოვანია.

ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შე...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა.