ეკონომიკა

კატასტროფა არ იქნება, მაგრამ მძიმე დღეები გველის - ეკონომიკის ექსპერტის პროგნოზი 

ეკონომიკის ექპსერტი
სანდრო თალჭრელიძე
1605610920
დაკოპირებულია

რა გავლენას ახდენს პანდემია ეკონომიკაზე, იქნება თუ არა შიმშილი ქვეყანაში? - PIA.GE ამ საკითხზე ეკონომიკის ექსპერტს სანდრო თვალჭრელიძეს ესაუბრა. 

„საქართველო არ არის უკაცრიელი კუნძული, ის არის მსოფლიოს ნაწილი. კორონავირუსის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე - მსოფლიოს მშპ 15-20%-ით შემცირდება. ჩვენთან კი, დაახლოებით 5-7%-ით“, - აღნიშნა სანდრო თვალჭრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით რბილი შეზღუდვებია დაწესებული.

„მე კიდევ უფრო ხისტ შეზღუდვებს დავაწესებდი. სამართებელის წვერზე უნდა გავიაროთ, რომ ბიზნესი არ გაკოტრდეს და არც ხალხის უსაფრთხოებას შეექმნას საფრთხე. პანდემიაზე ყველაზე უფრო მძიმე გავლენა იქონია აქციებმა. ამას არ აქვეყნებენ, მაგრამ ინფიცირებულების 80%-ზე მეტი აქციებიდან მოდის. ეს ძალიან სახიფათოა.

ხალხს, რომელსაც კორონავირუსის არ სჯერა, სოციალურ ათეისტებს ვეძახი. არსებობს ხალხი, რომელსაც არ სჯერა ღმერთის და არსებობს ხალხი, რომელსაც არ სჯერა კორონავირუსის.

როცა შემოვიდა კორონავირუსი, არავინ იცოდა, რა იყო ეს. ჩვენ მზად არ ვიყავით ამისთვის, ტესტებიც არ გვქონდა. ბოქსირებული განყოფილებები არ იყო მზად და რაც მთავარია, არ ვიცოდით ამ დაავადების შედეგი, ვინ გამოჯანმრთელდება, ვინ არა, როგორ მიმდინარეობს ეს დაავადება. ამიტომ, გამოცხადდა სრული ლოქდაუნი“,- აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე.

ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე მთავრობამ სწორი ნაბიჯები გადადგა, იგივე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პანდემიის მიუხედავად ეკონომიკამ იმუშავა.

„მოდიოდა ზაფხული, სოფლის მეურნეობის განვითარებას სახელმწიფომ ხელი შეუწყო, რაც საკმაოდ წარმატებული პროექტი იყო. ასევე თხილის, ხილის, ღვინის ექსპორტი, მწვანილის ექსპორტი ჩვენ არასოდეს არ გვქონია. ასე, რომ პანდემიის მიუხედავად ეკონომიკამ იმუშავა.

რა თქმა უნდა, ცალკეული დარგები გაკოტრდნენ, მაგრამ საქართველოში გაცილებით უფრო მეტი რესტორანია, ვიდრე საჭიროა. ჩვენ ინოვაციური ბიზნესებისთვის მზად არ ვართ. ჩუმათელეთში ერთმა გახსნა კვების ობიექტი და ყველა მეზობელმა გააკეთა იგივე, იმის მაგივრად, რომ რაღაც ახალი გააკეთონ. ერთმა გახსნა რესტორანი, მის გვერდით გაიხსნა 5 რესტორანი. რა თქმა უნდა, ახლა ისინი სულს ღაფავენ.

განსაკუთრებით მძიმეა მათთვის თავშეყრის დაუშვებლობა, რადგან ძირითადად რესტორნები დიდ სეგმენტზე მუშაობენ. მათთვის მტკივნეულია 22:00 საათზე დაკეტვა, რადგან ქართველი კაცი საღამოს ქეიფობს. სხვათაშორის ეს შეზღუდვები, როგორც არ უნდა ყვიროდეს ჩვენი ოპოზიცია, რომელიც სიტუაციას არ აანალიზებს, დემონსტრაციების წინააღმდეგ კი არა, ქეიფების წინააღმდეგ არის მიმართული, რომ ხალხი, სადაც არის, 21:00 საათზე გამოვიდეს და მივიდეს სახლში. ეს არის დიდი სუფრებისა და თავშეყრისგან თავის არიდების მექანიზმი“,- აღნიშნა სანდრო თალჭრელიძემ.

რაც შეეხება საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მკაცრი შეზღუდვები ეკონომიკაზე იმდენად მძიმე გავლენას ახდენს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყანაში შიმშილი დაიწყება, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტი ამბობს:

„არმაგედონი გამომიცხადონ ახლა. ეს არის სრული სიბეცე, ეკონომიკაში აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებული ადამიანების ნააზრევი. ეს არის მოწოდება, მოდი მე ამირჩიე და გადაგარჩენ. გვინახავს ასეთები, აგვირჩევია, არცერთმა გამარჯვებულმა პარტიამ თავისი დანაპირები არ შეასრულა, სად არის მილიონი სამუშაო ადგილი?

საქართველოში ღორის გრიპი რომ შემოვიდა, მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა თქვა, რომ მოსახლეობის მესამედი დაიღუპებოდა. ქვეყანაში 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ბიზნესი 100%-ით კერძოა. სახელმწიფომ კი არ უნდა გადაგვარჩინოს, ხელი უნდა მოგვიმართოს. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი თავი. ძალიან ბევრი სამუშაოა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რასაც არაფერი ემუქრება. ასობით ათასი ადამიანი მუშაობს იქ.

კორონავირუსის პანდემიის გავლენა საქართველოზე ნაკლები იქნება, ვიდრე ევროპაში. პრობლემა სხვაშია, ჩვენ ისედაც სიღარიბის ზღვარზე ვცხოვრობთ, ჩვენი შემოსავლების 10-15%-ით შემცირება ნიშნავს იმას, რომ საშუალო კლასიდან ღარიბებში ვვარდებით. ეს არის პრობლემა და არა ეკონომიკის გაჩერება და შიმშილი. არავითარი შიმშილი არ იქნება.

ტურისტული ბიზნესის გადასარჩენად კოვიდ სასტუმროები შეიქმნა, რაც მსოფლიოში არავის აქვს. წარმოიდგინეთ რამხელა დახმარებაა ეს. 20 ათასამდე კაცი ხომ გადარჩა გაკოტრებას, რომელიც სასტუმრო ბიზნესშია. ხელისუფლებას საინტერესო იდეები ჰქონდა ამ თვალსაზრისით“,- განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

მისი თქმით, ქვეყანას ვაქცინის შექმნამდე მძიმე დღეები ელის, თუმცა, კატასტროფა არ იქნება.

„არ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მძიმე თვეები გველის. კატასტროფა არ იქნება, მძიმე დღეების ხანგრძლივობა კი იმაზეა დამოკიდებული, როდის იქნება ვაქცინა ხელმისაწვდომი“, - განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 მაჭავარიანი: ვაქცინა იმედს გვაძლევს, რომ 5%-იან ზრდას დავუბრუნდებით

🔴 Pfizer, Moderna, Astrazeneca - რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო

🔴 როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას? - ვაქცინის შემქმნელის განცხადება

მოდერნა და ფაიზერი

„მოდერნა“ და „ფაიზერი“ კორონავირუსის საკ...

ფარმაცევტულმა კომპანიებმა „მოდერნამ“ და „ფაიზერმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინების გაძვირების შესახებ გამოაცხადეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს The Financial Times-ზე დაყრდნობით.

1627841480

,,საჯაროდ გაცემული პირობა შევასრულე და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში “მთავარი არხის” ორი ჟურნალისტი ვამხილე ჩემი 7 მიზნით მიზანმიმართულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაში!" - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1627846271

81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი.

1627845129

თურქეთში, მეხანძრე-მაშველმა სამუშაოს შესრულების დროს კუ ტყის ხანძრისგან გადაარჩინა და ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

1627843621

„ჩვენმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ორი პოლიტიკური ძალა. ეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამ შეთანხმების ანულირებაში მთავარი დამნაშავე იყო და მეორე, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა გახარია“, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

1627842786
იურისტი თამთა
მეგრელიშვილი Pia.ge

2011 წელს მსოფლიო შეძრა მასობრივმა მკვლელობამ...

,,გაეროს მიერ გამოქვეყნებული ბედნიერების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით (World Happiness Report), ნორვეგია მეორე პოზიციაზეა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვის დონე, უსაფრთხოება, დასაქმების გარანტიები და სხვა", - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი აოციალურ ქსელში წერს.

კოვიდპასპორტების წინააღმდეგ საპროტესტო ა...

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მიერ ახალი რეგულაციის შემოღებამ, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებმა ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა ან Covid 19-ზე უარყოფითი ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ, მოქალაქეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

სიცილიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

სიციალიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ლავის შადრევანი კრატერის ზედაპირიდან 800 მეტრზე გავრცელდა, რამაც მიმდებარე ტერიტოერიებზე ფერფლის გაბნევა გამოიწვია, სიცილიის სოფლები კი კვამლმა დაფარა.

17 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად გ...

„დინამო ბათუმის“ აკადემიის ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა.