ეკონომიკა

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართბელოს ეროვნული
ბანკის შენობა
1600954774
დაკოპირებულია

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„შეხვედრაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს დეტალურად გააცნეს მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემო და მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები. მხარეებმა იმსჯელეს არსებული სირთულეების პირობებში სექტორის გამართული ფუნქციონირების შესახებ“ , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციის დროს განხილული იყო ფინანსური სექტორის სტაბილურობის კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები. აღინიშნა, რომ სწორედ ბოლო ორ წელიწადში საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებული ძირეული ცვლილებების გამო შეხვდა მიკროსაფინანსო სექტორი არსებულ გამოწვევას კარგად მომზადებული. არასაბანკო სექტორს კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი მაჩვენებლები და ამ ეტაპისთვის ადეკვატურად აქვს შეფასებული საკრედიტო რისკები.

თავისმხრივ, არასაბანკო სექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროექტები, კერძოდ, სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობის მიწოდება, საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფით დამატებითი ლარის რესურსის მიწოდება. მათი მხრიდან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ამ პროექტებმა მნიშვნელოვნად განაპირობეს საპროცენტო განაკვეთების შემცირება.

„საუბარი შეეხო საერთაშორისი სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის ფარგლებში მომზადებულ შეფასების დოკუმენტს. განხილული იყო დოკუმენტში წარმოდგენილი მიკრო ბანკების მოდელი, რომელიც მიკროსაფინანსო ბაზრის სამომავლო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნული მოდელის უპირატესობებსა და რეგულირების ასპექტებზე ისაუბრა. ამ დოკუმენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა. "ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო არასაბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, გააჯანსაღა სექტორი და გააუმჯობესა მიკროსაფინანსოების ბრენდის რეპუტაცია", - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების დოკუმენტში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები პერიოდულად გაიმართება.

თელავის საავადმყოფოში
გადაიყვანეს.

თუშეთის გზაზე ავარია მოხდა - არის მსხვერ...

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 385 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევა.

1634539323

Brent-ის ტიპის ნავთობი თითქმის 1%-ით გაძვირდა და რეკორდულ 86 დოლარს მიაღწია ერთ ბარელში. ეს ყველაზე მაღალი ფასია 2021 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ლონდონის ICE-ს ბირჟაზე ჩატარებული ვაჭრობა მიუთითებს. ინფორმაციას cnbc.com ავრცელებს.

1634539149

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ოქტომბერს გვიან საღამოდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

1634538437

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ხელაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

1634537903
წყალდიდობა ინდოეთში

ინდოეთში წყალდიდობას 24 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, კერალას შტატში წყალდიდობას და მეწყერს 24 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 20 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ BBC იუწყება.

18 ოქტომბერს თბილისის რვა რაიონში ელექტრ...

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 18 ოქტომბერს, თბილისის რვა რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

გიგი უგულავა: უსამართლოდ დამაჯარიმეს, გა...

ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, უსამართლოდ დააჯარიმეს, რადგან იზოლაციიდან გამოსვლამდე კოვიდტესტი გაიკეთა, რომელმაც აჩვენა, რომ გამოჯანმრთელებული იყო.

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.