ეკონომიკა

კობა გვენეტაძემ ეროვნულ ბანკში მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კობა გვენეტაძემ ეროვნულ
ბანკში მთავრობის
ეკონომიკურ გუნდთან
სამუშაო შეხვედრა გამართა
1634136362
დაკოპირებულია

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე - ამ თემაზე იმსჯელეს დღეს, ეროვნული ბანკის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური პროფილის სამინისტროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ყურადღება მსოფლიოში არსებული კოვიდპანდემიით გამოწვეულ ეკონომიკური კრიზისის გავლენას და მაღალ ინფლაციაზე საუბარს დაეთმო, რომელიც წელს მთელი მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევაა.

შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლების მიერ საქართველოს ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციისგან გამომდინარე პოტენციურ რისკებსაც განიხილავს. შ

ეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პარლამენტში წარდგენილი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროგრამის დაწყების საკითხს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს რეფორმების გაგრძელებისათვის ასეთი პროგრამის აუცილებლობაზე, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს წარმატებით გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს და მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ვითარებას.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.