ეკონომიკა

კობა გვენეტაძემ პანდემიის ზეგავლენის შერბილების ღონისძიებებზე სამეცნიერო კონფერენციაზე ისაუბრა

კობა გვენეტაძე
1623334492
დაკოპირებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

უკრაინის ეროვნული ბანკისა და პოლონეთის ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას 30 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. წლევანდელი კონფერენციის თემა - პოლიტიკის ჩარჩო მუდმივად ცვალებადი სამყაროსთვის იყო.

ცენტრალური ბანკის ეკონომისტებმა, მეცნიერებმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა პოლიტიკის შემუშავების ტრადიციული სტრატეგიების ეფექტიანობისა და ინსტრუმენტების შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პანდემიის საპასუხოდ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შეფერხდა ეკონომიკური საქმიანობა, რამაც კრიზისამდე მიიყვანა როგორც განვითარებული, ასევე მზარდი და განვითარებადი ქვეყნები. კობა გვენეტაძემ ისაუბრა, თუ რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ მონეტარული პოლიტიკის გამტარებლები ფასების, ფინანსური სტაბილურობის და, აგრეთვე, ეკონომიკური ზრდის ამოცანების დაბალანსების მიმართულებით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და ასევე შეეხო ფაქტორებს, რომლებიც ამ ამოცანების შესრულებას ართულებს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა ის გამოწვევები, რომლებსაც მაღალი დოლარიზაცია ქმნის მონეტარული პოლიტიკის გამტარებლებისთვის მცირე, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ასევე განხილულ იქნა მაღალ დოლარიზაციასთან დაკავშირებული სხვა მაკროეკონომიკური რისკები.

„ეკონომიკაზე საგარეო შოკების უარყოფითი გავლენის შესარბილებლად, დედოლარიზაციის პოლიტიკის წახალისება ისევ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, ონლაინ ლექციების კურსი გაიმართა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე - ცენტრალური ბანკების ანტიკრიზისული პოლიტიკა.

არჩილ მესტვირიშვილმა სტუდენტებს გააცნო ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო და ისაუბრა Covid-19-ის ფონზე შექმნილ გამოწვევებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ საგანგებო ღონისძიებების შესახებ. ეროვნული ბანკის მოწვევით, ლექციას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.