ეკონომიკა

კობა გვენეტაძემ სსფ-ის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის
პრეზიდენტი
1603266896
დაკოპირებულია

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველთა (ვირტუალურ) შეხვედრაში, რომელშიც რეგიონის 29 ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მონაწილეობდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„დისკუსიის მთავარი თემა მონეტარული და ფინანსური სექტორის პოლიტიკით ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება იყო. შეხვედრას სსფ-ის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილე, ჯეფრი ოკამოტო უძღვებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების წამყვან სპიკერებად მიწვეულები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და მაროკოს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი აბდელატიფ იუაჰრი. შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური სექტორის პოლიტიკის როლი ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობაში და, ამასთანავე, ფინანსური სტაბილურობის ასპექტები პანდემიის პირობებში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოსვლისას ისაუბრა COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ფინანსური სექტორის გაძლიერების მიზნით გატარებულ პოლიტიკასა და სექტორში არსებულ გამოწვევებზე.

„სწორედ წინა წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიურ კრიზისს კარგად მომზადებული შეხვდა - საჭირო კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერებით, აქტივების მაღალი ხარისხითა და უმოქმედო სესხების ისტორიულად დაბალი მაჩვენებლით. კორონა ვირუსის გავრცელებასთან ერთად, ჩვენ რამდენიმე გამოწვევის წინაშე დავდექით.

პირველი, ვიცოდით, რომ საბანკო სექტორი ჯანსაღი იყო, მაგრამ შოკის სიდიდე გაურკვეველი იყო. მეორე, ბაზარზე იყო ნდობის შოკი, რასაც ეკონომიკის დაკრედიტების შეფერხება და შოკის გაძლიერება შეეძლო. მესამე, არსებობდა მაღალი საოპერაციო რისკი, რაც უკავშირდებოდა პანდემიის განვითარების დაუდგენელ ტემპს, ჩაკეტვასა (lockdown) და, შესაბამისად, ადამიანური რესურსის შეზღუდვას როგორც მარეგულირებლისთვის, ასევე ფინანსური სექტორისთვის.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, ჩვენ შევიმუშავეთ დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელმაც ჩაკეტვის პერიოდში კრედიტორებს საგრძნობი მოცულობის სესხის მომსახურების გადავადების და, ამავდროულად, რეალური სექტორის დაკრედიტების გაგრძელების საშუალება მისცა, - აღნიშნა გამოსვლისას კობა გვენეტაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პანდემიის პირობებში მონეტარული პოლიტიკის შერბილების პარალელურად, ლიკვიდობის მიწოდების დამატებითი ინსტრუმენტები ამოქმედდა, როგორიცაა სავალუტო სვოპი ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტების მხარდამჭერი ინსტრუმენტი. ამასთან, ადგილობრივი ვალუტისთვის ლიკვიდურობის გადაფარვის კოეფიციენტი შემსუბუქდა.

„ცხადია გვესმის, კრიზისი ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ გვჯერა, რომ მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი ქმედებები და მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების დროული გამოყენება ფინანსურ სექტორს საშუალებას მისცემს გაუძლოს პანდემიის ნეგატიურ გავლენას და, უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის N7-ში, 1 600 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1627626199

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების სამხედრო აქტივობით შეშფოთებას გამოხატავს. ასე გამოეხმაურა დე ფაქტო უწყება საქართველოში საერთაშორისო წვრთნების, Agile Spirit 2021 ჩატარებას. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

1627625293

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს. ქართველი კალათბურთელის ახალი გუნდი კი მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი ბაქსია“! დრაფტზე მამუკელაშვილი 54-ე ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია, მაგრამ ბითაძის გუნდმა ის „მილუოკი ბაქსს“ გაუცვალა.

1627622462

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) იასპარეზებს, რომელმაც ზედიზედ ორიე შეხვედრის მოგება მოახერხა.

1627621923
გათიშული დენი

30 ივლისს ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგე...

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 30 ივლისს, ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1627585235
„ისრაელში 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადა...

ისრაელი მალე დაიწყებს მესამე, გამაძლიერებელი (ბუსტერ) Covid-19 დოზის გაკეთებას 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე აცრილნი არიან, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.

ისრაელის ჯარებსა და პალესტინელებს შორის...

ისრაელის ჯარებსა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ავღანეთში წყალდიდობას 150 ადამიანის სიცო...

ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ნურისტანში წყალდიდობას 150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ 1tvnews იუწყება.