მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლარი დღეს იმიტომ არ უფასურდება, რომ არ აუფასურებს ეროვნული ბანკი“ - რომან გოცირიძე

ნაცმოძრაობის წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სატელევიზიო ეთერში ლარის სწრაფ გამყარებას აფასებს და აცხადებს, რომ ლარი ივლისში ყოველთვის მყარდება, რადგან ტურისტული სეზონი იწყება.

„დღეს ლარის გამყარების მთავარი მხარე, ეს არის რეფინანსირების სესხების ზრდა და რეფინანსირების სესხების შემცირება, 3 მილიარდიდან ჩამოვიდა 900 მილიონამდე.

რეფინანსირების სესხები, მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიანია, ერთკვირიანია, ყოველთვის თუ გაიმეორე და მიეცი გარანტია კომერციულ ბანკებს, რომ იაფად მიაწვდი, რეფინანსირების სესხები გადაიქცევა გრძელვადიან დაკრედიტების ინსტრუმენტად. სწორედ რეფინანსირების სესხების მიღებით ხდება ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება, ვინაიდან სახაზინო ვალდებულებებს კომერციული ბანკები ყიდულობდნენ, რეფინანსირების სესხების დახმარებით.

ახლა სახაზინო ვალდებულებებს კი ყიდულობენ, მაგრამ შიდა ვალი არ არის გაზრდილი. ბიუჯეტში არ მიდის ხარჯვა იმ ტემპით, რითაც უნდა მიდიოდეს და ტრადიციული ძველი სენი არათანაზომიერი ხარჯვა წლის განმავლობაში ახასიათებს ჩვენ ბიუჯეტს.

ლარი დღეს იმიტომ არ უფასურდება, რომ არ აუფასურებს ეროვნული ბანკი. ბირჟაზე არავითარი განსაკუთრებული მოვლენა არ ხდება. საკმარისია ეროვნულმა ბანკმა ერთი ინტერვენცია 10 მილიონიანი ან 20 მილიონიანი განახორციელოს და მორჩება ყველაფერი, პროცესები წავა უკან და ლარის გაუფასურება დაიწყება,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, ლარმა გამყარება დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 30 თეთრით გამყარდა. ექსპერტები ამას შეზღუდვების შემსუბუქებით და ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის აღდგენით ხსნიან.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ჩვენ გვჭირდება არა ძალიან მყარი-მსუბუქი, არამედ სტაბილური ლარი“

👉 „ლარის გამყარების შესაძლებლობა კიდევ არის“