მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

ვალუტა, ლარის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი მცირედით გაუფასურდა და ღირებულებამ 3.1155 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1163 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.08 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6551 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6570 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.19 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 23 სექტემბრიდან შევა ძალაში.