ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით რისკები რჩება

ფინანსთა მინისტრი
1626774549
დაკოპირებულია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - 7.7% სრულად ემთხვევა და იზიარებს იმ შეფასებებს, რომელიც გააკეთა საქართველოს მთავრობამ, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაასრულა მე-4 მუხლის შეფასება, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობისა და მიმდინარე ტენდენციების შეფასებას, ასევე სამომავლო პერსპექტივებს ქვეყანაში.

„აღნიშნული შეფასების შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ზრდის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. წინა პროგნოზი იყო 3,5%, ამჟამად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება 7,7%-მდე.

ეს არის გაორმაგებული მაჩვენებელი, რომელიც ფაქტობრივად, სრულად ემთხვევა და იზიარებს იმ შეფასებებს, რომელიც გააკეთა ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ და რომელიც ასახულია ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში.

ეს არის საბაზისო სცენარი. ასევე, ძალაში რჩება ოპტიმისტური სცენარის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ეკონომიკის გაზრდას ორნიშნა -10.2%-ის დონეზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან, ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმ შეფასებაზე, სადაც საუბარია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში, ასევე ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმულია ის ღონისძიებები, რომელიც მთავრობის მიერ იქნა გატარებული პანდემიის პერიოდში. დადებითად არის შეფასებული, ნაბიჯები, როგორც ბიზნესის დახმარების, ასევე, მოქალაქეების მხარდაჭერის მიმართულებით.

გარდა ამისა, სავალუტო ფონდის მისიის მიერ შეფასებულია ქვეყნის მომავალი პერსპექტივა, რეფორმების დღის წესრიგი, რომელსაც ვახორციელებთ და უკვე წლის ბოლოსთვის, ჩვენ გვექნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა, რომელიც დაეფუძნება სწორედ იმ რეფორმებს, რომელიც შემუშავებულია ჩვენ მიერ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, მომდევნო თვეების განმავლობაში და მომავალ წელსაც ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით რისკები რჩება.

„ეს რისკები ძირითადად, მომდინარეობს პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა ცალსახად მინდა აღვნიშნო ის, რომ მიმდინარე პროგნოზში, 7.7პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაში სრულად არის ასახული ის რისკები, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე არსებობს. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებ მაქსიმალურად სწრაფად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. იმუნიზაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენ გარშემო მყოფები, განსაკუთრებით ბავშვები, რომელთა მიმართებით ბოლო პერიოდში შეინიშნება ინფიცირების მატება.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ძალიან სწრაფად აღდგა, შენარჩუნდეს მომდევნო პერიოდშიც“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.