ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი მსოფლიო
ბანკის რეგიონულ
დირექტორს სამხრეთ
კავკასიაში და მსოფლიო
ბანკის წარმომადგენლებს
შეხვდა
1634050815
დაკოპირებულია

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის გამო, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის გლობალური პანდემიის პირობებში.

მხარეებმა მიმოიხილეს ის სფეროები, სადაც მომავალ წლებში იგეგმება აქტიური თანამშრომლობა. მათ შორის მნიშვნელოვანია პარტნიორობა ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ დღეებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე, უფრო დეტალური მსჯელობა გაიმართება სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მიმართულია 2.7 მლრდ აშშ დოლარი.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.