ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის შედეგად, რეალური ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა

პანდემიამდე ქვეყანას
ჰქონდა საკმაოდ კარგი
ეკონომიკური დინამიკა
1623409700
დაკოპირებულია

პანდემიამდე ქვეყანას ჰქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური დინამიკა სწრაფი ეკონომიკური ზრდით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა პანდემიამდე, ძირითადად, შიდა ფაქტორებით იყო განპირობებული.

„ჩვენ ვიზრდებოდით მაღალი ტემპით მაშინ, როცა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში იყო საკმაოდ დაბალი ეკონომიკური ზრდა. 2019 წელს, ჩვენ ორჯერ მეტი ტემპით ვიზრდებოდით, ვიდრე ჩვენი სავაჭრო პარტნიორები. ზრდა შეინიშნებოდა არამარტო რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებლებში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

პანდემიამდე არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხდა სიღარიბისა და უმუშევრობის მნიშვნელოვანი კლება ისტორიულ მინიმუმამდე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2004-2016 წლების საშუალო 12 %-დან შემცირდა 5.5 %-მდე, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი - 2.1 %-მდე.

როგორც მან აღნიშნა, დადებითი ტენდენცია შეიცვალა გლობალური პანდემიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის იანვარში დაფიქსირდა 5.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის შედეგად, რეალური ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა.

„გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო დეფიციტი 9,3 %-მდე. ტურიზმის სექტორის პრაქტიკულად სრული დაკარგვის ფონზე, გაიზარდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.

თუმცა, გაუმჯობესება განაგრძო ქვეყანაში უთანაბრობის მაჩვენებელმა. ე.წ. ჯინის კოეფიციენტმა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.

ეს შემცირება განსაკუთრებით ნიშანდობლივია პანდემიის დროს და ვფიქრობ, ადასტურებს, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებით შევძელით ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დაცვა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ევროკავშირში ჩინეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა ნატოს “ჩინეთის საფრთხის თეორიზე“ გადამეტებული საუბარი შეწყვიტოს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1623739367

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობას განაგრძობს და ყველა ბავშვზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

1623739164

„დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.

1623738160

სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

1623738073
მიწისძვრა ნიკარაგუაში

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კილომეტრში სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვ...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა ორი-სამი დღე. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

პრემიერი ბრიუსელის ფორუმზე, ვაქცინაცია ტ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდ...

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა საველე გასვლა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.