ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: წლის ბოლომდე დღგ-ის დაბრუნების მაჩვენებელი მიაღწევს მილიარდ 700 მილიონ ლარს

წლის ბოლომდე დღგ-ის
დაბრუნების მაჩვენებელი
მიაღწევს მილიარდ 700 მილიონ
ლარს
1623416311
დაკოპირებულია

წლის ბოლომდე დღგ-ის ავტომატური დაბრუნების მაჩვენებელი მიაღწევს მილიარდ 700 მილიონ ლარს, რაც ერთი მილიარდით მეტია იმაზე, რაც იქნებოდა ძველი სისტემის შემთხვევაში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში, ბიზნესის მხარდასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღგ-ის დაბრუნების სისტემის ჯერ გამარტივება, ხოლო შემდგომ სრულად ავტომატურ რეჟიმში გადასვლა.

„გასულ წელს, ჩვენ მილიარდზე მეტი ლარი დავუბრუნეთ კომპანიებს, მათ შორის 400 მილიონ ლარამდე დამატებითი თანხის დაბრუნება სწორედ პანდემიის საპასუხოდ განხორციელდა. გასული წლის ნოემბრიდან დღგ-ის დაბრუნება სრულად ავტომატურ რეჟიმში გადავიდა, რის შედეგადაც, მიმდინარე წლის ხუთ თვეში, თითქმის გაორმაგებული გვაქვს დაბრუნების მაჩვენებელი, რომელმაც 750 მილიონ ლარს გადააჭარბა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული თანხების დაბრუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი იყო და იქნება ეკონომიკის აღდგენის პროცესში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დღგ-ის დაბრუნებას მზარდი ტენდენცია ჰქონდა, გასულ წელს ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, მყისიერად ჰქონოდათ წვდომა იმ რესურსებზე, რომლის დაბრუნებაც წინა წლებში ხანგრძლივ პროცედურებთან იყო დაკავშირებული და რეალურად, კერძო სექტორისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენდა.

მისი განმარტებით, დღგ-ის ზედმეტობის დაგროვება, ძირითადად, ხორციელდება ექსპორტიორ ან ისეთ კომპანიებში, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პანდემიურ პერიოდში მსგავსი კომპანიებისთვის ფინანსებზე სწრაფი წვდომა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

იტალიური კლუბი საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ლანჩხუთის“ გუნდის 21 წლის მეკარე თათია გაბუნიათი დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „სპორტალი“ ავრცელებს.

1624204204
დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

სიტყვის თავისუფლება ტყუილის ტირაჟირებას არ ნი...

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

აჭარაში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის...

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.