მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი დონის შეხვედრაში (Constituency Meeting), რომელსაც 15 ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ლუქსემბურგი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები) ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე, ცენტრალური ბანკების მმართველები დაესწრნენ.

შეხვედრაზე მიმოიხილეს გლობალური პანდემიის შედეგები ჯგუფის წევრ ქვეყნებში, ასევე ეკონომიკური აღდგენის შესაძლებლობები.