მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაჭავარიანი: ვაქცინა იმედს გვაძლევს, რომ 5%-იან ზრდას დავუბრუნდებით

ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოსვლა

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ყოველდღიურად სანდო წყაროებიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ დამაიმედებელი ინფორმაცია ისმის. ეს კი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს იძლევა.

„ყოველდღიურად დამაიმედებელი ინფორმაცია მოდის ვაქცინის შესახებ, საკმაოდ სანდო წყაროებიდან. ეს იმედს გვაძლევს, რომ 4.3%-იანი ზრდის პროგნოზი ხელახლა დაუბრუნდება 5%-იანს, ეს ჩვენი ხედვაა, თუმცა ბიუჯეტი მაინც დაიგეგმება 4.3%-ის ფარგლებში, იმიტომ რომ უნდა ვიყოთ, რაც შეიძლება ფრთხილი და მოზომილი ამ შემთხვევაში.

დეფიციტის პარამეტრი შენარჩუნდება და იქნება მაღალი , რადგან 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, ასევე ჯანდაცვის მაღალი ხარჯები, რომლითაც 2020 ხასიათდებოდა, როგორც კარანტინის, ისე მკურნალობის, ტესტირების. რაც მთავარია მე იმედი მაქვს, რომ ვაქცინის ხარჯები შევა რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ბევრი, იმიტომ, რომ ეს იქნება ალბათ ყველაზე ეფექტური ხარჯები, რაც უმოკლეს დროში გაგვიწევია.

აქედან გამომდინარე ჩვენ განახლებული და შეთანხმებული ბიუჯეტით, პარამეტრების კუთხით ვგულისხმობ, წარვდგებით პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე“,- აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🔶 ივანე მაჭავარიანი: მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტენდენციები მაღალი ტემპებით აღდგება

🔶 Pfizer-მა ვაქცინის ტესტირებაში დიდ წარმატებას მიაღწია