მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაისში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იტალიიდან შემოვიდა

გზავნილების სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი, აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზს - ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2021 წლის მაისის მდგომარეობით.

2021 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 187.7 მლნ აშშ დოლარი (634.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42,4%-ით (55.9 აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამავე 19 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 91.1% მოდიოდა.

2021 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.9 მლნ აშშ დოლარი (77.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მაისის (13.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 68.5%-ით მეტია.

ფულადი გზავნილების შესახებ ინტერაქტიული ინფორმაცია/პრესრელიზი ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.