ეკონომიკა

მარტიდან მოყოლებული ექსპორტის ზრდის დინამიკა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის შეუქცევად ტენდენციაზე - გიორგი ცუცქირიძე

ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Pia.ge
1634114362
დაკოპირებულია

„მიმდინარე წლის სექტემბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც გასულ პანდემიურ პერიოდში მიუხედავად წლის მეორე კვარტალში მძიმე ლოკდაუნის შედეგად 13 პროცენტიანი ვარდნისა, ეკონომიკა გახსნილი იყო და ყველაზე დაბალი - 0.7 პროცენტიანი ვარდნის მაჩვენებელი გვქონდა,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ, რომელიც თავის ფეისბუკ გვერდზე საქსტატის მიერ საგარეო ვაჭრობის ექსპრეს - მონაცემს გამოეხმაურა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.8. პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 373. 6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან, სექტემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად 22.3%-ით აღემატება 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებსაც კი. გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, მარტიდან მოყოლებული ექსპორტის ზრდის დინამიკა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის შეუქცევად ტენდენციაზე, ამის კიდევ ერთი ილუსტრირებაა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის 24.0 პროცენტიანი ზრდა, რაც 2,981.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო 9.0%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემსაც. შესაბამისად, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვა 22.3 პროცენტით გაიზარდა და 10,009.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 4.9 პროცენტით აღემატება.

„რაც მთავარია, თუ გასულ წლებში სასაქონლო ექსპორტი ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე იზრდებოდა, დღეს ექსპორტის სტრუქტურაში სულ უფრო იზრდება ადგილობრივი ექსპორტის პროცენტული წილიც, რაც 74 პროცენტს შეადგენს. კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირებული მაჩვენებელია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 4,047.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით სავაჭრო დეფიციტი 20.9 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

„ექსპორტის ზრდის დინამიკაში, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირება, ასევე, დადებითად აისახება საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე, რაც გარდა სავალუტო კურსზე დადებითი ზეგავლენისა(უფრო მეტი უცხოური ვალუტა რჩება ქვეყანაში), რასაც ბოლო თვეებში ვხედავთ, პოზიტიური ასახვა პოვა ქვეყნის სუვენერულ საკრედიტო რეიტინგებზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადასინჯვით. სექტემბერში, (ADB) აზიის განვითარების ბანკის მიერ 2021 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის (3.5 პროცენტიდან) 8.5 პროცენტამდე გადასინჯვა, ბოლო ორ თვეში წამყვანი სარეიტინგო კომპანიების(Fitch, S&P და Moody’s) მხრიდან ასევე გაზრდილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზების ფონზე, ქმნის რა პოზიტიურ მოლოდინებს, საინვესტიციო თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი“, - წერს ეკონომიკის ექსპერტი.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.