ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეფორმები სწორი მიმართულებით ტარდება

მდგრადი განვითარების
რეიტინგში, საქართველომ
კორპორაციული
გადასახადების ტვირთის
მიხედვით მსოფლიოს
საუკეთესო შედეგი
დააფიქსირა
1631636008
დაკოპირებულია

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს, რომ ქვეყანაში რეფორმები ტარდება სწორი მიმართულებით“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „ფრეიზერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.

მისი განცხადებით, რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში საქართველოს გადასვლა განაპირობა ისეთი ფაქტორების გაუმჯობესებამ როგორიცაა მთავრობის ზომა, სამთავრობო მოხმარების წილი მთლიან მოხმარებაში, ზღვრული საგადასახადო განაკვეთი და სხვა.

„ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება ფინანსებს, გადასახადებს, საბიუჯეტო ხარჯებს, მთავრობის დანახარჯებს, ბოლო წლების განმავლობაში უმჯობესდება და საბოლოო ჯამში, აისახება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაში და საქართველო ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია რეგიონსა და მსოფლიოში.

ასეთი მაღალი კატეგორიის რეიტინგებში წინსვლა მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, ეკონომიკური აქტორებისთვის და საბოლოო ჯამში ემსახურება ეკონომიკის გაძლიერებასა და გაჯანსაღებას. შეგახსენებთ რომ ამ რეიტინგის გარდა, ჩვენ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების რეიტინგში“ შევდივართ საუკეთესო შვიდეულში, „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ მიხედვით ვართ მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში.

ეს აჩვენებს ტრენდს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით, რეფორმები ტარდება სწორი მიმართულებით, რაც აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებაში, რომლის თაობაზეც მაგალითად, საუბრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აცხადებს, რომ წელს და მომავალ წელს საქართველოს ექნება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

ციციშვილის სახელობის
ბავშვთა ახალი კლინიკის
სამედიცინო დირექტორმა,
მაია ჩხაიძემ სატელევიზიო
ეთერში  ბავშვებში გაზრდილ
ინფიცირებაზე ისაუბრა.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები ი...

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

1632041313

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632038013
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების...

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრესი ვალტონის ოჯახია, რომელიც უმსხვილეს საბითუმო და საცალო გაყიდვების ქსელს Walmart-ს ფლობს. ოჯახის ქონება ჯამში 238.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგე...

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს. იგი მედიისგან ითხოვს არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და ახალგაზრდას სახელის შებღალვა.

შალვა პაპუაშვილი საია-ს სარჩელზე - ამ სა...

„საია-ს სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.