ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, 2021-2026 წლებში საქართველოს ზრდის მაღალი ტემპები აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის პარამეტრების მიხედვით

ფინანსთა მინისტრის
მოადგილე მიხეილ დუნდუა
1634125621
დაკოპირებულია

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია 2021-2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მსოფლიოს 200-მდე ქვეყანასა და ეკონომიკაში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, ანგარიშის მიხედვით ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით.

„ანგარიშის საფუძველზე, ექვსწლიანი რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო 20-ეულში, ევრაზიის კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ასევე, საქართველო ევრაზიის და მისი ოკეანეთის ყველა სახელმწიფოს საუკეთესო შვიდეულში დაწინაურდა, სრულიად ევროპაში კი პირველ ადგილზეა. სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა 2021-2026 წლებში მთლიანობაში 40%-ით გაიზრდება“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

როგორც მან განაცხადა, ზრდის მაღალი საპროგნოზო ტემპებია ეკონომიკის სხვა ინდიკატორებშიც. კერძოდ, სსფ-ის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მშპ ამერიკულ დოლარში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 2021-2026 წლებში საერთო ჯამში 76%-ით გაიზრდება.

„ზრდის ასეთი ტემპი სიდიდით მეშვიდეა მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს მშპ ამერიკულ დოლარში 2024 წელს გადააჭარბებს 6000 დოლარის ნიშნულს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო 2026 წლისათვის - 7500 დოლარზე მეტი გახდება. საქართველოს ნომინალური მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე 2021-2026 წლებში 63%-ით გაიზრდება. ზრდის ასეთი ტემპი სიდიდით აქაც მეშვიდეა მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის. სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2024 წელს გადააჭარბებს 20 000 საერთაშორისო დოლარის ნიშნულს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო 2026 წლისათვის - 24 000 საერთაშორისო დოლარზე მეტი გახდება. ეს ანგარიში და მონაცემები კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს, რომ საქართველო მსოფლიოში გამორჩეულად, წინმსწრები ტემპებით სტაბილურად მიდის წინ, რაც სტიმულს აძლევს ქვეყანას, ყველა დაწყებული რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე და დაფიქსირდეს უფრო მაღალი ზრდის ტემპები“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები Bayraktar TB2 გამოიყენეს. ამის შესახებ mil.in.ua იუწყება.

1635316932

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

1635316925

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს.

1635316663
პროკურატურა

სასამართლომ ხელვაჩაურში ტაქსის გატაცებისთვის...

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

წიგნი-სკამები ყაზბეგის გამზირზე, სააკაშვ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ბიუჯეტის მნ...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მომავალი წლიდან იგეგმება, კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.