მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინისტრი: ანაკლიისა და ფოთის პორტების პროექტები აუცილებლად განხორციელდება

ეკონომიკის მინისტრი კორონავირუსზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღესაც მიდის მზადება ახალი ტენდერისთვის, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება.

ნათია თურნავას თქმით, ამ მიზნით მუშაობა გრძელდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მიდის კონსულტაციები, რომ სწორ დროს მოხდეს ამ ტენდერის გამოცხადება. 

„ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და ის აუცილებლად განხორციელდება. სამწუხაროა, რომ ამდენი წელი დაგვიანდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

რაც შეეხება ფოთი პორტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ძირითადად კერძო კაპიტალით ხორციელდება. 

„დასაფასებელია, რომ დღესდღეობით, როდესაც გლობალური კრიზისია, ინვესტორებმა არ შეცვალეს თავისი დამოკიდებულება ასეთი მსხვილი პროექტის მიმართ და ჩვეულებრივად გრძელდება მისი განხორციელება. ეს პროექტი დაასაქმებს უამრავ ადამიანს და განხორციელდება ისევე, როგორც ბევრი სხვა ინფრასტრეუქტურული პროექტი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.