მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობა ტურისტების პირველ ნაკადს მეზობელი ქვეყნებიდან ელის

ტურისტები

ტურიზმის გახსნისა და შეღავათების შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგის შემდეგ მედიის კითხვებს მთავრობის წარმომადგენლებმა უპასუხეს. ეკონომიკის მინისტრისთვის პირველი არხის მიერ დასმულ კითხვაზე თუ რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნათია თურნავამ უპასუხა, რომ მოლაპარაკებები მიმდანარეობს ბევრ სახელმწიფოსთან, თუმცა საწყის ეტაპზე მოლოდინი უფრო მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოსულ ტურისტებზე აქვთ.

მინისტრის განმარტებით რეგულარული ფრენების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებები „აირზენასთან“ და „ვიზეართან“ მიმდინარეობს, რომლის დეტალებიც უახლოეს ხანებში გახდება ცნიბილი. თურნავას თქმით მოლაპარაკებები მიმდინარობს ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თუმცა ყველაზე რეალისტური მაინც ტურისტების მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოსვლაა, რადგან მათთან საჰაეროს გარდა სახმელეთო გზით მიმოსვლაცაა შესაძლებელი.

კორონავირუსის პანდემიამდეც, ტურისტების 75%-ზე მეტი მეზობელი სახელმწიფოების წილად მოდიოდა.