ეკონომიკა

ნათია თურნავა: ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 32.0%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის - 2019 წლის აგვისტოს მონაცემებს

ნათია თურნავა
1632144474
დაკოპირებულია

„საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გრძელდება, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდითაა გამოწვეული. დღეს გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლის თანახმადაც 2021 წლის აგვისტოში ჩვენი ადგილობრივი წარმოების ექსპორტი გაზრდილია, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით 17,7 პროცენტით, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით - 32 პროცენტით,“ - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, გარდა ამისა, ექსპორტის ზრდა 2021 წლის იანვარ - აგვისტოშიც, ძირითადად, ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 28.7 პროცენტით გაიზარდა და 1,899.0 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 72.7 პროცენტს გაუტოლდა.

„საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ტენდენციები საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებაში აისახა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ადგილობრივი ექსპორტის პოზიტიური ზრდის დინამიკა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის პარამეტრებსაც. გაზრდილი ექსპორტი კი ნიშნავს მეტ სავალუტო შემოსავალს, გაზრდის პროდუქტიულობას და სხვ,“ - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, საექსპორტო საქონლის მიწოდება გაიზარდა ჩვენს სამეზობლოში, ასევე აშშ-სა და ჩინეთში. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ საექსპორტო პროდუქციას შორის, ზრდის ტემპის მიხედვით, ლიდერობს ფეროშენადნობები, ტექსტილი და სოფლის მეურნეობის ისეთი პროდუქცია, როგორიცაა ღვინო, თხილი, მინერალური წყლები.

კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ყველაზე მეტად გაიზარდა ფეროშენადნობის (გაიზარდა 83.2%-ით), მინერალური და მტკნარი წყლების (გაიზარდა 32.6%-ით), ყურძნის ნატურალური ღვინოების (გაიზარდა 18.3%-ით) გაზირებული წყლების (გაიზარდა 87.7%-ით), ტრიკოტაჟის ნაწარმის (გაიზარდა 63.8%-ით), თხილისა და კაკლის (53.3%-ით და 44.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), სპირტიანი სასმელებისა (17.3%-ით), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (1.3%-ით), და აზოტოვანი სასუქების (გაიზარდა 5.8%-ით) ექსპორტი.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.