ეკონომიკა

ნათია თურნავა: არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა

არაბთა გაერთიანებული
საამიროების რამდენიმე
საინვესტიციო ფონდი
საქართველოში წარმოებით
დაინტერესდა
1632213931
დაკოპირებულია

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, საამიროების რამდენიმე უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა.

ნათია თურნავამ ვიზიტის ფარგლებში აბუ-დაბის და დუბაიში შეხვედრები გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ისეთ წამყვან საინვესტიციო ფონდებთან და კორპორაციებთან, როგორებიცაა „აბუ-დაბის განვითარების ფონდი“, „მუბადალა“, „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი“, „დუბაი ჰოლდინგი“, „დუბაი ინვესტმენტი“, „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია“, „არმადა ჯგუფი“ და ADIA (Abu Dhabi Investment Authority).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სხვადასხვა სექტორში. კერძოდ, ნათია თურნავას განცხადებით, „დუბაი ინვესტმენტფონდის“ მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოში რამდენიმე სექტორში წარმოების მიმართულებით.

„ეს შეეხება ინდუსტრიულ პარკებს, მათ აქვთ დიდი გამოცდილება და სურვილი, საქართველოში გააფართოონ თავისი წარმოება ფარმაცევტულ, საშენ მასალათა და ელექტრომოწყობილობების მიმართულებით. ასევე ბევრი სხვა მიმართულებაა, რომლებიც უკვე შემდგომ გამოიკვეთება ერთობლივი მუშაობის შედეგად“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ფონდთან მიღწეულია შეთანხმება და დაიგეგმა მათი კონსულტანტების და კომპანიების დელეგაციების საქართველოში ვიზიტები, რომელთა ფარგლებშიც ისინი ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს.

„რამდენიმე საინვესტიციო ფონდთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ კონკრეტულ სექტორებში საქართველოში გამოუშვებენ კონსულტანტებს, სამუშაო ჯგუფებს, ასევე წინასწარ მოხდება მემორანდუმების გაცვლა და მუშაობას დავიწყებთ ცალკეულ პროექტებზე.

ეს შეეხება განახლებად ენერგიას - განსაკუთრებით დიდი გამოცდილება აქვთ აქაურ ინვესტორებს და მსხვილ საინვესტიციო ფონდებს მზის ენერგიის გამოყენებაში და აქ ძალიან წინ ვართ უკვე წასულები. ეს, ასევე, შეეხება უძრავ ქონებას, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, რომელთაც მათ ვთავაზობთ და ამ კუთხითაც დაიწყება თანამშრომლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.