ეკონომიკა

ნათია თურნავა: არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი კომპანია „მასდარი“ საქართველოში მზისა და ქარის ენერგიების განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა

არაბთა გაერთიანებული
საამიროების წამყვანი
კომპანია „მასდარი“
საქართველოში მზისა და
ქარის ენერგიების
განვითარებაში
ინვესტირებით დაინტერესდა
1634114721
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ წევრ ერთ-ერთ წამყვან კომპანია „მასდარის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „მასდარის“ საქართველოში სტუმრობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ქართული დელეგაციის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის საპასუხოდ შედგა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომპანიის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების საკითხები განიხილეს.

„დღევანდელ შეხვედრაზე კომპანია „მასდარმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა საქართველოში მზისა და ქარის ენერგიის განვითარების კუთხით ინვესტიციების განხორციელებაში. ეს ფონდი ცნობილია ჩვენს რეგიონში აქტიურობით და ასევე იმით, რომ მათ მიერ განვითარებული ახალი მზის ელექტროსადგურები ხასიათდება დაბალი ენერგოტარიფებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ჩვენი კონკურენტუნარიანობა ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებით ახლა, როცა ნავთობზე, ნავთობპროდუქტებზე, ბუნებრივ აირზე ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება. ამიტომ ჩვენ მათთან ერთად სწრაფი ტემპებით ვახორციელებთ ერთობლივი პროექტების შესახებ შეთანხმებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომპანია „მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ავითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისში, მარნეულში, ლენტეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.

1635319108

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ჩამოვიდა. იგი ამ დროისთვის რუსთავის ციხეში იმყოფება.

1635318924

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. „ეარ ევროპასა“ და “იბერიის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა.

1635318840

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 434 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევა.

1635318156
ინფექცია, 2020

4337 ინფიცირება, 3137 გამოჯანმრთელება, 42 გარ...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 3137 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1635317580
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კახეთ...

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

დღეს დავით გარეჯის საქმეზე ბრალდების მხა...

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემ...

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.