ეკონომიკა

ნათია თურნავა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას

ნათია თურნავა
1626952079
დაკოპირებულია

„სასიხარულოა, რომ აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს შეეხება, კვლავაც ძალიან მაღალ დონეზეა შეფასებული ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო. მასში ხაზგასმულია, რომ ინვესტორებისთვის არის მიმზიდველი პირობები შექმნილი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ანგარიშში საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო ბიზნესის მხარდამჭერ სამთავრობო პროგრამებს, რომელთაც სახელმწიფო ახორციელებს.

მათ შორის, ისეთებს, რომლებშიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროა ჩართული, მაგალითად, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ანგარიშში ხაზგასმულია აღნიშნული პროგრამის ის კომპონენტი, რომელიც მიმართულია საქართველოში უცხოელი ინვესტორების მოზიდვაზე.

„ხაზი გაესვა ახალ პროგრამებს, მათ შორის, FDI გრანტებს, რომელიც სულ ახლახან არის შემოღებული იმისთვის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა არა მარტო ინვესტიცია განახორციელონ, არამედ გადაამზადონ ადგილობრივი მოსახლეობა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაასაქმონ,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„ანგარიშში ასევე ხაზი გაესვა იმ რეფორმებს, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ. მათ შორის, წიაღისეულის სექტორის რეფორმას, ახალ პროგრამას „100 წიაღისეული“ - მასში მონაწილეობა ინვესტორებს ელექტრონული აუქციონებით შეუძლიათ, აგრეთვე საპრივატიზებო გადაწყვეტილებებს, მათ შორის, დიდ კამპანიას „100 საინვესტიციო შეთავაზებას“, როდესაც პარალელური აუქციონები მიმდინარეობს, ასევე სხვა პროგრამებს, რომლებიც „აწარმოე საქართველოში“ ქოლგის ქვეშ ხორციელდება.

ანგარიშის თანახმად, ყველა ეს პროგრამა იმ გადაწყვეტილებებთან ერთად, რომლებიც ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა მიიღო, ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას და ძალიან მაღალ მიმზიდველობას მატებს ყველა იმ დარგს, სადაც უცხოელ ინვესტორს თავისი კაპიტალის დაბანდება შეუძლია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.