ეკონომიკა

ნათია თურნავა „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარი კომპანია „ელ+“- ის საწარმოსა და შოურუმის გახსნას დაესწრო

ნათია თურნავა „აწარმოე
საქართველოს“ ბენეფიციარი
კომპანია „ელ+“-ის
საწარმოსა და შოურუმის
გახსნას დაესწრო
1632645737
დაკოპირებულია

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარი კომპანია „ელ +“-ის ადგილობრივი საწარმოს და შოურუმის გახსნას დაესწრო.

ნათია თურნავა პირადად გაეცნო საწარმოს მუშაობის პროცესს და წარმოებულ პროდუქციას, კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარს.

„ეს არის ძალიან საინტერესო საწარმო, რომელიც შეიქმნა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და ამზადებს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენობების ხანძრისგან დაცვასთან“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა საწარმოს საქმიანობის გაცნობის შემდეგ.

ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საწარმო 200-მდე ადამიანს ასაქმებს.

კომპანია „ელ +“ - მა პირველად საქართველოში, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარისა და პროდუქციის წარმოება დაიწყო და განავითარა.

კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ბანკისა და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა და ახალი, ევროპული სტანდარტები, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო დააფუძნა.

კომპანიის მიერ განხორციელდა 6.000.000 ლარის ინვესტიცია, საიდანაც 2.000.000 ლარი „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.

საწარმო ცეცხლმაქრებს, სახანძრო კარებს, ცეცხლგამძლე კარადებს, ცეცხლმედეგ ვენტილირებად ფასადებს, მეტალის სტელაჟებსა და სხვა პროდუქციას აწარმოებს.

ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ევროპული სტანდარტების მქონე სამღებრო. აღსანიშნავია, რომ კომპანია ეტაპობრივად და მიზანმიმართულად ანაცვლებს იმპორტს ადგილობრივი წარმოებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ქართულ წარმოებებს ჩვენ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი. ეს შესაძლებელი იქნება ჩვენი განახლებული, გაფართოებული პროგრამის ფარგლებში, რადგან სწორედ ეს არის იმპორტის ჩამნაცვლებელი წარმოება, რომელიც იმდენად ხარისხიან ინვენტარს ამზადებს, რომ ძირითადად მოთხოვნა ჩვენი სამშენებლო კომპანიებიდან, ჩვენი ორგანიზაციებიდან სწორედ ამ ქართული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარსა და დანადგარებზე მოდის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.