ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნა იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი, რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი

ბათუმის ახალი
მულტიმოდალური ტერმინალის
გახსნა იმის მაგალითია, რომ
ჩვენ უკვე ვართ ძალიან
ძლიერი, რეგიონალური
ლოგისტიკური ჰაბი
1623413453
დაკოპირებულია

„ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, როგორიცაა მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალი, იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ბათუმში ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და პროექტის ინვესტორთა გარდა ასევე დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები.

ტერმინალის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრნენ კომპანია Trammo-ს პრეზიდენტი ედვარდ ვეინერი და საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბაჰტიარ რახიმოვი.

ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელება, მისი ინფორმაციით, ახალი ტერმინალი წელიწადში გადაამუშავებს და გადაზიდავს 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია „Trammo“ და კომპანია „Wondernet Exspress Investment Group“. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

„ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმიტომ, რომ აშენდა და დასრულდა მიუხედავად გლობალური პანდემიისა და სწორედ გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც მსოფლიოს და საქართველოს ეკონომიკას ყველაზე მეტად უჭირდა.

არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც განსაკუთრებით გვიხარია ამ პროექტის, ახალი ტერმინალის ამოქმედება - ეს არის საერთაშორისო, გლობალური ინვესტიცია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, რომ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქართველოს, როგორც ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის როლს და ფუნქციას.

„პროექტი შექმნილია ამერიკული, უზბეკური და ქართული ინვესტიციის სინერგიით, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც კარიბჭე ამ რეგიონში, კერძოდ, ბათუმის პორტი, რომელიც ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და კვლავაც შეასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ ერთმანეთთან აკავშირებს ევროპის და აზიის, დასავლურ და აღმოსავლურ ბაზრებს, რეალურად მასპინძლობს ასეთ პროექტს.

ეს მაგალითია იმის, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი. აქ ერთად არის შეზავებული შუა აზიელი, ქართველი და აშშ-ელი ინვესტორის საერთო ინტერესი, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ტვირთები შუა აზიიდან აზერბაიჯანის გავლით სწორედ ბათუმის პორტის, აქ შექმნილი სიმძლავრეების მეშვეობით გადანაწილდება სრულიად მსოფლიოში - ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში, ავსტრალიაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძ...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

პარლამენტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად მსჯელობს.

1624450415

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან და მეკავშირე ოფიცერთან, იაცეკ სტოხელთან შეხვედრა გამართა.

1624450309

პარლამენტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.

1624450205

ხვალ თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი იხსნება, რომელიც 27 ივნისის ჩათვლით ფიზიკურ სივრცეში გაგრძელდება. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად ექსპო-ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს.

1624450082
ინციდენტი შავ ზღვაში

რუსმა სამხედროებმა ბრიტანული ხომალდის მახლობლ...

რუსმა სამხედრო თვითმფრინავებმა ბრიტანული საესკადრო ნაღმოსნის მახლობლად, გაფრთხილების მიზნით ოთხი ბომბი ჩამოაგდეს. ინციდენტი შავ ზღვაში, ყირიმის სიახლოვეს მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ბობოყვათში პროტესტის ნიშნად აქციის მონაწ...

ქობულეთში პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე გადადიან. სოფელ ბობოყვათში აქციის მონაწილეები კარვებს შლიან, სადაც სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება. ადგილობრივები ზღვისპირა ზოლში ადგილების გასხვისებას აპროტესტებენ.

9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში...

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული რ.ყ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

კიევის წყალსაცავში რამდენიმე დღის წინ და...

კიევის წყალსაცავში ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამამისთან ერთად დაიკარგა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.