ეკონომიკა

ნათია თურნავა: ევროკავშირის ელჩებს ფრენების აღდგენა სურთ

მდგრადი განვითარების
მინისტრი 2020
1591118409
დაკოპირებულია

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ვიდეო კონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ინიციატივით მოეწყო.

ონლაინ კონფერენციაზე ნათია თურნავამ ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასა და მის მიმდინარეობაზე, ასევე სამთავრობო სტრატეგიაზე, რომელიც უკავშირდება პანდემიის გამო შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანას, მათ შორის, ახალ საინვესტიციო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გლობალური კომპანიების მოსაზიდად. აგრეთვე საქართველოს მზადყოფნაზე, პირველი ივლისიდან უმასპინძლოს საერთაშორისო მოგზაურებს და მათ უსაფრთხო დასვენება შესთავაზოს.

ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 20 სახელმწიფოს ელჩები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.

„მე მადლობა გადავუხადე მათ გაწეული მხარდაჭერისთვის როგორც ჩვენი რეფორმების, ასევე პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარების კუთხით. გავაცანი ევროკავშირის ელჩებს ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც  კრიზისის შერბილებისკენაა მიმართული, ასევე ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორ დავუჭერთ მხარს ეკონომიკას პოსტკრიზისულ პერიოდში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ონლაინ კონფერენციის დასრულების შემდეგ. ნათია თურნავას თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაინტერესდნენ საქართველოს მიერ ტურიზმის სექტორის გახსნის თაობაზე.

„ჩვენ გავუზიარეთ მოსაზრებები, რა მოლოდინები გვაქვს, რამდენად მიმზიდველია საქართველო და მზად ვართ იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან ევროკავშირიდან ჩამოსულ სტუმრებს უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით ვუმასპინძლოთ. ევროკავშირის ელჩებისგან ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია მათი ქვეყნების მზადყოფნის შესახებ და მათი მხრიდან დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები, კავშირები ჩვენს საზოგადოებებს შორის, მათ შორის, განახლდეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ელჩები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ.

„ზაფხულში მნიშვნელოვან
საჭიროებას წარმოადგენს
მოქალაქეებისთვის
გადაადგილებაზე შეზღუდვის
მოხსნა“

შესაძლოა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწე...

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება, ასევე, პრევენციული ზომების მიღებაზეც გაამახვილა.

1632340320

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1632340271

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ღამის კურიერის წამყვანი ევროკავშირის ელჩს შეადარა.

1632338176

2021 წლის 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამის საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1632336744

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 22 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

1632336226
საქართველოს გიდების
ასოციაციის ლოგო

პოლიციის მიერ მსგავსი დანაშაულის აღკვეთა უაღრ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას გიდების ასოციაცია ეხმაურება.

1632328746
„მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და...

„კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632327970
მაბრალებენ, რომ მძიმე რაღაცებს ვამბობ, ა...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, ორსულებში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორსულების აცრა მნიშვნელოვანია.

ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შე...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა.