ეკონომიკა

ნათია თურნავა: ლარი არ არის რეგიონში ერთადერთი ვალუტა, რომელიც უფასურდება

ეკონომიკის მინისტრი
პრესკონფერენციაზე 2020
1584012795
დაკოპირებულია

"კორონავირუსის გავრცელების შედეგები, ბუნებრივია, აისახება გლობალურად ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და საფინანსო ბაზრებზე. როგორც იცით, გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. ვფიქრობ, ყველანი დავრწმუნდით, რაოდენ სენსიტიურია ჩვენი ვალუტა, გაცვლითი კურსი და ზოგადად ფინანსური ბაზარი სხვადასხვა სახის მოლოდინების მიმართ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ლარი არ არის რეგიონში ერთადერთი ვალუტა, რომელიც უფასურდება შექმნილი ვითარების ფონზე. ნათია თურნავას განცხადებით, თუ ჩვენს რეგიონს გადავხედავთ, რუსული რუბლი 17%-ით გაუფასურდა, რაზეც გავლენა იქონია სანავთობო ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ, ასევე ამ ეტაპისთვის 3%-ით გაუფასურდა თურქული ლირა.

"შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე ეს არის პირველ რიგში, ნეგატიური მოლოდინების გარკვეულწილად, მოკლევადიანი ზეგავლენა. რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოლოდინებს აქვს თავისი საფუძველი, რადგან მსოფლიოში პანდემიაა გამოცხადებული. თუმცა, ისევ და ისევ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად იქნება გადალახული კორონავირუსის პრობლემა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ამ გამოწვევას ძალიან მყარი და ჯანსაღი ეკონომიკით ხვდება.

"იანვრის შედეგებს შეგახსენებთ - უპრეცედენტო 19%-ით გაიზარდა ტურიზმი, მზარდი იყო ექსპორტის მაჩვენებლებიც. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ დინამიკა დაიკლებს და თებერვალში უკვე იყო ტურისტების კლება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ეს იყო ჩვენი ერთობლივი, შეთანხმებული, თუმცა დროებითი პოლიტიკის შედეგი. ასე რომ, ეს არის ფაქტორი, რომელიც დღეს ობიექტურად ზემოქმედებს, რადგან ტურიზმიდან შემოსავალმა იკლო, მაგრამ ამაზე ძალიან კარგი პასუხი იქნება ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ვფიქრობთ, გარკვეულ ოპტიმიზმსა და სიმყარეს შემატებს ბიზნეს მოლოდინებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ლაშა ბექაური

ბექაურმა შერაზადიშვილისთვის რუს მეტოქეზე...

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე -90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა რუსი მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

1627466951

„რუსეთს მხოლოდ ბირთვული იარაღი და ნავთობი აქვს, მეტი არაფერი. სწორედ ამიტომ ვლადიმერ პუტინი კიდევ უფრო სახიფათოა“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

1627465164

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 10 წლის შემდეგ საქართველოში გაიხსენება ლაბორატორია, სადაც სპორტსმენებს გენეტიკურ ანალიზს ჩაუტარებენ.

1627464854

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ამ პროექტის განხორციელების შედეგად დაზოგილი ელექტროენერგიის საფასურის ხარჯზე დაფინანსდება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

1627463324

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელ კორპუსთან, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1627463058
სტიქია კახეთში

ძლიერმა წვიმამ და ქარმა კახეთში მრავალწლოვანი...

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა კახეთის მუნიციპალიტეტს. დაზიანებულია გზები, წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

საქართველოში ნატოს წვრთნების ჩატარება რე...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს Agile Spirit – 2021 რეგიონული სტაბილურობისთვის საფრთხეს უწოდებს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

1627460162
„კატასტროფული მდგომარეობაა“ - დევი ტაბიძ...

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, პროფესორი დევი ტაბიძე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს.

1627459981
ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მერვედფინალური შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე კლასიფიკაციის მე-5 ნომერი ალექსანდრ ზვერევი გახლდათ.