ეკონომიკა

ნათია თურნავა: სახელმწიფო ქონების მოსარგებლე პირები, გარკვეული პერიოდი იჯარისა და ჯარიმა - საშუალებისგან გათავისუფლდებიან

სახელმწიფო ქონების
მოსარგებლე პირები, 2020 წლის
21 მარტიდან 2021 წლის 21
მარტამდე პერიოდისათვის,
იჯარისა და ჯარიმა -
საშუალებისგან
გათავისუფლდებიან
1634031461
დაკოპირებულია

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირები, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის, გათავისუფლდებიან ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა და ამავე პერიოდით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან, - საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებაზე დღეს კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობამ ამით შეასრულა საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ქონების მართვის შესახებ კანონში 2021 წლის 9 ივნისს მიღებული ცვლილებით დაკისრებული ვალდებულება და შეღავათი გაუკეთა სახელმწიფო ქონების მოიჯარეებს და დამქირავებლებს, რომლებსაც სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება პანდემიით შექმნილი რთული ფინანსური ვითარების გამო ვერ შეასრულეს. ამ გადაწყვეტილებით ჩამოსაწერი ქირის და იჯარის ვალდებულებამ, ჯამურად, 5 მლნ ლარზე მეტი, ხოლო პირგასამტეხლომ დაახლოებით 1 მლნ ლარი შეადგინა.

„პანდემია ნეგატიურად აისახა ფიზიკური და იურიდიული პირების გადახდისუნარიანობაზე. შექმნილმა ვითარებამ, ბევრ შემთხვევაში, შეაფერხა სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე მოიჯარეების, დამქირავებლების შესაძლებლობები, დროულად გადაეხადათ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაკისრებული იჯარა, ქირა და შესაბამისად, ჯარიმები დაეკისრათ.

ჩვენ მიერ დაწესებული ერთწლიანი პერიოდი მოიცავს იმ დროის მონაკვეთს, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები მოქმედებდა. 2021 წლის მარტის ბოლოდან ეკონომიკის გახსნის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეკონომიკამ დაიწყო შემოსავლების გენერირება და პრობლემები ნელ-ნელა აღმოიფხვრა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სრულიად სამართლიანია, შეღავათი გავრცელდეს დროის იმ მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე რთული იყო სახელმწიფო ქონების მოიჯარეების და დამქირავებლებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ამასთან, სამართლიანობა რომ დავიცვათ, შეღავათს ვავრცელებთ იმ სუბიექტებზე, რომლებმაც ქირა ან იჯარა სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადეს - ეს იქნება გამართლებული. შეღავათზე გავრცელდება და გადახდილი თანხა მომავალში ჩაეთვლებათ. იმ დროს ყველას თანაბრად უჭირდა. ვიღაცას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გადაეხადა, თუნდაც ნაწილობრივ, ვიღაცას - არა. შესაბამისად, შეღავათი ყველაზე თანაბრად გავრცელდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. „ეარ ევროპასა“ და “იბერიის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა.

1635318840

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 434 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევა.

1635318156

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 3137 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1635317580

ინოვაციებით და მაღალი ხარისხით გამორჩეული პრემიუმ ბრენდი „ვოლვო ქარ საქართველო“ პირველი კომპანიაა ქართულ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების ონლაინ გაყიდვებს სთავაზობს.

1635317307
თურქული დრონი

უკრაინამ პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ Ba...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები Bayraktar TB2 გამოიყენეს. ამის შესახებ mil.in.ua იუწყება.

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემ...

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

იოსებ ხახალეიშვილი: ნინო ბურჯანაძის გამო...

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

27 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.