ეკონომიკა

ნათია თურნავა: „წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი - 3.5%-იანი პროგნოზი 7.7%-მდე გაიზარდა“

ნათია თურნავა
1626774452
დაკოპირებულია

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მორიგი შეფასება გააკეთა, რომლის მიხედვით დადასტურდა ჩვენი მოლოდინი და პროგნოზიც, რომ წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი - 3.5%-იანი პროგნოზი 7.7%-მდე გაიზარდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიაზე საუბრისას, რომელიც გუშინ დასრულდა.

ნათია თურნავას თქმით, ეს არის საბაზისო სცენარი, თუმცა, შესაძლებელია წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდეს, თუ ამაში მთავრობას ხელი პანდემიამ არ შეუშალა.

„სახეზეა გარკვეული პოზიტიური ტენდენციებია, მათ შორის ახლა გამოქვეყნდა ივნისის თვის საგარეო ვაჭრობის მორიგი სტატისტიკა, რომლის მიხედვით ექსპორტი გაზრდილია 30%-ით, ადგილობრივი ექსპორტი - 40 %-ით. ზრდა არის არამარტო 2020, არამედ 2019 წელთან შედარებით. ასევე უმჯობესდება ეროვნული ვალუტის მდგომარეობა, ხდება ლარის გამყარება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია განმტკიცდეს, ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ეს არის პანდემია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ ისაუბრა იმ მთავარ ფაქტორებზე, რომლებმაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მკვეთრი გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა გამოიწვია: მიმდინარე რეფორმები, რომლებიც პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა; პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ და პოლიტიკური სტაბილურობა.

„პანდემიის მიუხედავად, ჩვენ რეფორმები მიმდინარეობის პროცესი არ შეგვიჩერებია - ხორციელდება სტრუქტურული, დარგობრივი რეფორმები. მეორე ფაქტორი - ეს არის პროგრამები, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც პანდემიის დროს გაიზარდა, გაფართოვდა და რეალურ ბერკეტად იქცა ბიზნესების ჯერ გადარჩენის, როდესაც პანდემიის და ეკონომიკის დახურვის გამო ბევრი ბიზნესი გაკოტრების აღმოჩნდა, ახლა კი კვლავ ამოქმედებისა და განვითარებისთვის. მესამე ფაქტორი კი პოლიტიკური სტაბილურობაა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.