ეკონომიკა

ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ეკოტურიზმის სტრატეგიას მოაწერეს ხელი

ნათია თურნავამ და ლევან
დავითაშვილმა ეკოტურიზმის
სტრატეგიას მოაწერეს ხელი
1634193955
დაკოპირებულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკოტურიზმის სტრატეგიას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ეკოტურიზმის სტრატეგიის მიზანია ქვეყნის მასშტაბით კონკურენტუნარიანი ეკოტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შექმნა, დივერსიფიცირება, ხარისხის გაუმჯობესება და განვითარება.

ნათია თურნავას თქმით, სტრატეგიის მიხედვით 2030 წლისათვის საქართველო იქნება წამყვანი ეკოტურისტული ქვეყანა კავკასიის რეგიონში, რომელიც მისი მდიდარი ცოცხალი კულტურისა და ბუნების, აგრეთვე მაღალი ხარისხის მომსახურების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ოთხივე სეზონის ეკოტურისტულ შეთავაზებებს.

„ჩვენი სამინისტროს, ასევე გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გერმანიის მთავრობისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ჩართულობით შევიმუშავეთ 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც შეეხება ეკოტურიზმის განვითარებას საქართველოში, მის ძირითად პრინციპებს.

ზოგადად ეკოტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან იყოს ჰარმონიული განვითარება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დავამტკიცეთ ეკოტურიზმის ხელშემწყობი ცალკე კომპონენტი, რომელიც მოიცავს არა მარტო სესხის პროცენტის სუბსიდირებას და თანაგარანტირებას, არამედ გრანტების გამოყოფას და ეს იქნება ერთ-ერთი ის მიმართულება, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია პოსტკოვიდ პერიოდში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სტრატეგია 2020-2030 ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს (APA) და ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA), ასევე საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ჩართულობით მოამზადა.

დოკუმენტით განისაზღვრა ეკოტურიზმის მნიშვნელობა, მწვანე ეკონომიკის განვითარება, ასევე გაიწერა 2021-2023 წლების მიზნები და ქმედებები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვა უწყებებთან ერთად განახორციელებს.

მაგალითად სატყეოს ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების გეგმების (საიჯარო ობიექტების) მომზადება, ბილიკების მოწყობა, გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული პარკების ვიზიტორთათვის სასაზღვრო სანებართვო რეგულაციების მოწესრიგება, ნიშური პროდუქტების შექმნა, ადგილობრივი ტრადიციული წარმოების განვითარება, საგანმანათლებლო აქტივობები და სხვა.

ეკოტურიზმი საქართველოში უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ავთენტიკური გამოცდილების გაზიარებას, სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისთვის და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას; ამავე დროს, იგი უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.