მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანდემიით გამოწვეული გლობალური ზარალი $5 ტრლნ–ს გასცდება

გლობალური ზარალი

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 1.5 მლნ-ს გადააჭარბა. 2 მლრდ-ზე მეტი ადამიანი იძულებით სახლებშია გამოკეტილი. წარმოება და მომსახურება შეჩერებული გლობალური ზარალი ყოველდღიურად 11 ნიშნა რიცხვით იზრდება.

რამდენს დაკარგავს მსოფლიო ეკონომიკა? თებერვალში ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარი იყო. მარტში ეს თანხა $2 ტრლნ-მდე გაიზარდა, ახლა კი Bloomberg კვე $5 ტრლნ-იან დანაკარგზე ალაპარაკდა, რაც მსოფლიო ეკონომიკის 5.7%-ს აჭარბებს.

გლობალური ეკონომიკა ბოლოს 2009 წელს 1.7%-ით შემცირდა. 2020 წელს 2.5%-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული, $5 ტრლნ-იანი დანაკარგის შემთხვევაში, რაც შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს კრიზისის მასშტაბი 11 წლის წინანდელ მაჩვენებელს გადააჭარბებს.

შეერთებულ შტატებში მარტში 2.99-მა მლნ ადამიანმა უკვე დაკარგა სამსახური. უმუშევრობის დონე სულ რაღაც 1 თვეში 3.5%-და, რომელიც 51 წლიანი რეკორდი იყო, 4.4%-მდე გაიზარდა. კიდევ უფრო პესიმისტურია შემდეგი თვეების პროგნოზი. ზოგიერთი ანალიტიკოსი უმუშევრობის 13%-მდე ზრდას ვარაუდობს, რაც დიდი დეპრესიის შემდეგ აღარ მომხდარა.

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა. აზიის განვითარების ბანკის - ADB-ის ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველოს მიმდინარე წელს 0%-იანი ზრდა ექნება. ბოლო ოფიციალური მონაცემებით თებერვალში მშპ 2.2%-ით გაიზარდა, მარტის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

არ გამოქვეყნებულა არც უმუშევრობის სტატისტიკა, თუმცა მარტში კომპანიების მიერ გამოცხადებული ახალი ვაკანსიების რაოდენობა 37%-ით შემცირდა. იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვები მარტის მეორე ნახევრიდან ამოქმედდა, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და მისი პირობები 31 მარტიდან გამკაცრდა, აპრილის სტატისტიკური მაჩენებლები კიდევ უფრო მეტად იქნება შემცირებული.

კრიზისის გავლენის შესამცირებლად G20-ის ქვეყნება ეკონომიკის $5 ტრლნ-იანი სტიმულირების პაკეტი მიიღეს, თუმცა ეს ხელოვნურად გამოძებნილი, სხვა დარგებისთვის მოკლებული და ფულის ბეჭვდით მიღებული $5 ტრლნ, დანაკარგ $5 ტრლნ-ს ოდნავადაც ვერ ჩაანაცვლებს.

ეკონომიკის სტიმულირების გადაწყვეტილება მიიღეს ცალკეულმა ქვეყნებმაც. აშშ-ში ეს თანხა $2 ტრლნ-ს შეადგენს, გერმანიაში €800 მლრდ-ს, საქართველოში ₾2 მლრდ-ს. 

რადგან რეცესიის დროს ადამიანები სამსახურს კარგავენ, რასაც თან ერთვის სტრესი, კრიმინალის ზრდა და ადამიანთა ნაწილისთვის დგება ელემანტარული საკვების მოპოვების პრობლემა. შესაძლოა ეკონომიკური ვარდნის მიზეზით გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვმა კორონავირუსით დაღუპულ ადამიანების რაოდენობას რამდენჯერმე გადააჭარბოს.