მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფრენები, ნამახვან ჰესი, ანაკლიის პორტი - ნათია თურნავამ მთავრობის ახალ ბიზნეს გეგმებზე ისაუბრა

თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ დავალებებზე ისაუბრა.

კერძოდ, თურნავამ განიხილა 10 წლიანი ბიზნეს გეგმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რეგულარული ფრენები და ნამაჰვანჰესის საკითხი.

„1- 10 წლიანი გეგმის შემუშავებაში ჩართვა მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის განვითარებისთვის.

ეს დოკუმენტი დიდწილად შეუწყობს ხელს ბიზნესის აღდგენას და 10 წლის განმავლობაში იქნება ჩვენი ქართული ეკონომიკის განვითარების გზამკვლევი და ჩვენ ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვართ ჩართული ამ დოკუმენტის მომზადებაში.

2- ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით - მივიღეთ მთავრობისგან დავალება, განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა იმისთვის, რომ მოვამზადოთ ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის ტენდერი, რაც ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

3- ფრენებთან დაკავშირებით - როგორც იცით, პირველი თებერვლიდან მოვხსენით შეზღუდვები. ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ გაზარდა ფრენის სიხშირე, მაგალითად „პეგასუსი“ ყოველდღიურად ახორციელებს ფრენებს. მარტის ბოლოდან, „ვიზეარ აბუდაბი“ დაიწყებს საქართველოში ოპერირებას. მთლიანობაში: დღევანდელი მდგომარეობით, მარტში დაახლოებით 70-მდე ფრენა განხორციელდება, ზაფხულში კი კვირაში დაახლოებით 200 ფრენა განხორციელდება.

4- ნამაჰვანიჰესის საკითხი - დავალება გვაქვს, გავაძლიეროთ კომუნიკაცია ჰესებთან დაკავშირებით ზოგადად და კერძოდ, ნამაჰვანიჰესის პროქტთან დაკავშირებით. მზად ვართ, ჩავიდეთ რეგიონებში და უფრო მეტი ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება, რამდენად დიდია ამ ყოველივეში მსხვილი ჰესების როლი და რა სარგებელი მოაქვს კერძოდ ნამაჰვანიჰესს, რაც ჩვენი იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს,“ - განაცხადა ნათია თურმავა.

აგრეთვე იხილეთ:

„ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენი მთავარი აქცენტი პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობზე“ - პრემიერი

პრემიერმა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს „ნამახვანჰესის“ საკითხზე რიონის ხეობაში ჩასვლა დაავალა

„უახლოესი 2 წლის განმავლობაში დამატებით 5000-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს“- ირაკლი ღარიბაშვილი

„ეპიდვითარება თუ გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები ისევ დავაბრუნოთ“ - პრემიერი