მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფულადი გზავნილების მოცულობა 9%-ით შემცირდა

100 დოლარი

საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მარტში 9%-ით შემცირდა და $126 მლნ (383 მლნ ლარი) შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ფულადი გზავნილების 92.8% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში $1 მლნ-ს გადააჭარბა.

ყველაზე მეტი თანხა - $25.4 მლნ ისევ რუსეთიდან გადმოირიცხა, თუმცა ასევე ყველაზე მაღალი იყო ვარდნის ტემპი. 1 წელიწადში რუსეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა 28.3%-ით შემცირდა.

იტალიიდან მარტში $17.3 მლნ გადმოირიცხა, კლება - 8.7%. საბერძნეთიდან - $16. 2 მლნ, აშშ-დან $15.1 მლნ, ხოლო ისრაელიდან $11.8 მლნ.

2020 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ $20.4 მლნ (62.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მარტის ($18.5 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.1%-ით მეტია.