ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს ხელისუფლების დროულმა ღონისძიებებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური გავლენები

ფინანსთა სამინისტროს
ლოგო
1605033845
დაკოპირებულია

„საქართველოს ხელისუფლების დროულმა ღონისძიებებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენები“, - ასე შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებულ პრესრელიზში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური ნაბიჯები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

სსფ-ის მისია აღნიშნავს, რომ გლობალურ პანდემიამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა.

ასევე, მისია მიუთითებს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებულმა მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ, ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა, შეენარჩუნებინა ფისკალური სექტორის მდგრადობა.

„სსფ-ის მისიის შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით, 5.3%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. ფონდის მისია აღნიშნავს, რომ ზრდას ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები და მდგრადი სტრუქტურული რეფორმები, რაც, თავის მხრივ, გაზრდის პროდუქტიულობას და კერძო სექტორით განპირობებულ ზრდას შეუწყობს ხელს.

სსფ-ის მისის პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა მომავალ წელს განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს. წინა, 5%-იანი ზრდის პროგნოზის შეცვლის მიზეზად, ფონდის მიერ აღნიშნულია რეგიონული დაძაბულობა და პანდემიური მოვლენების გამძაფრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული მოლოდინების ზრდას და განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივას, მომავალში პოზიტიური გავლენა ექნება 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე.

პრესრელიზში ხაზგასმულია საბიუჯეტო პოლიტიკის მართებულობა. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის თანაბარზომიერმა შესრულებამ, ხელი შეუწყო სახელმწიფო ინვესტიციების და დღგ-ს დაბრუნების დაჩქარებას. შედეგად, 2020 წელს ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 8.7 პროცენტზეა პროგნოზირებული. „2021 წლის ბიუჯეტი მართებულად აგრძელებს ეკონომიკური აქტივობის სათანადო მხარდაჭერას და ამასთან, ფისკალური კონსოლიდაციის საფუძველს ქმნის,“ - აღნიშნულია პრესრელიზში.

სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას, შეინარჩუნოს ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში.

სსფ-ის მისია აღნიშნავს, რომ პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად, კვლავაც მნიშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმების განხორციელება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ შეინარჩუნა რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და წელსაც განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მიესალმება მთავრობის მიერ დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირებისა და ფისკალური რისკების მონიტორინგის გაუმჯობესების შემდგომ ნაბიჯებს. განსაკუთრებით, აღნიშნავს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობას, რომლის განხორციელებაც საჯარო სექტორისთვის შექმნის უფრო ეფექტურ პირობებს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას. სსფ-ის მისია დადებითად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომელიც მთავრობამ გადადგა სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის. „ღონისძიებებმა, როგორიცაა: სახელფასო სუბსიდიები, ფულადი ტრანსფერები შინამეურნეობებისთვის, მათ შორის, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთათვის, გაფართოებული სოციალური ტრანსფერები, დროებითი საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის, ხელი შეუწყო ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას“, - წერს ფონდის მისია.

საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის პარტნიორს - საერთაშორისო სავალუტო ფონდს თანამშრომლობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უწევს ქვეყანას როგორც პანდემიის შედეგების შემსუბუქების, ისე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ ვირტუალურ ფორმატში მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით იმუშავა მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე დამტკიცების შემდეგ, საქართველო დამატებით მიიღებს, დაახლოებით, 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.





17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.