მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო სავალუტო ფონდისგან $200 მლნ-ს დაჩქარებული წესით მიიღებს

სსფ, კორონავირუსი, დაფინანსება

სავალუტო ფონდსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც სსფ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად $200 მლნ-ს სახელმწიფო ბიუჯეტში დაჩქარებული ტემპით გადმორიცხავს.

სსფ-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების მოგვარებას მოხმარდება.

ელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულების შესახებ. სსფ-ს გუნდი რეკომენდაციას იძლევა სსფ-ს მხარდაჭერის საერთო თანხის გაზრდის შესახებ ქვოტის 130 პროცენტით (დაახლოებით $375 მილიონი აშშ დოლარით), რაც მოეხმარება ჯანდაცვის და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებების დაფინანსებას, დააკმაყოფილებს COVID-19 პანდემიით გამოწვეულ საგადამხდელო ბალანსის საჭიროებებს; მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მობილიზებას. ამ თანხის ნაწილი (დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი) იქნება საბიუჯეტო დახმარება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას მოეხმარება სასწრაფო სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროების მოგვარებაში. თანხის ეს ნაწილი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის მიმოხილვის დამტკიცებისთანავე.

მისიის დონეზე მიღწეულ ამ შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელი საბჭო ამა წლის მაისის დასაწყისში განიხილავს. მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომ თანხასთან ერთად, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით." განაცხადა სავალუტო ფონდის მისიის ხელმღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა.

მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ქვოტის 155 პროცენტს (დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება.

სსფ-ის პირველადი კვლევის თანახმად 2020 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ-ს 4-პროცენტიანი კლება. ამჯერად პროგნოზის გარშემო არსებული გაურკვევლობა უფრო მაღალია ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში. ვაჭრობის შემცირება, ტურიზმის შეჩერება და გადმორიცხვების კლება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს მშპ-ს 11⅓ პროცენტამდე გაზრდის 2020 წელს. გლობალურად ინვესტორთა გაზრდილი სიფრთხილის გამო სავარაუდოა წმინდა კერძო შემოდინებების შემცირება და ინვესტიციების გადავადება.

2020 წელს ფისკალური დეფიციტი დროებით გაიზრდება მშპ-ს 8½ პროცენტამდე, რადგან შემოსავლები იკლებს, ხარჯები კი მატულობს ვირუსის შესაკავებლად და პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. ხელისუფლებამ მოიძია ფინანსური რესურსი საერთაშორის სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც დააფინანსებს ამ გაზრდილ დეფიციტს და ასევე შექმნის ბუფერს (რეზერვს) რაც მთავრობას დაღმავალი რისკების მატერიალიზების შემთხვევაში შემდგომი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას მისცემს. ხელისუფლება იღებს ვალდებულებას შოკის დასრულების შემდეგ განახორციელოს ფისკალური კონსოლიდაცია და გაზარდოს ფისკალური რეზერვი ფისკალურ რისკებთან გასამკლავებლად.

წლის ბოლომდე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საქართველო დახმარების სახით $1.5 მლრდ-ს მიიღებს. ამდენივე თანხა კერძო სექტორისთვის გამოიყოფა.