მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი კომპანია შემოდის

თვითმფრინავი

„საქართველოში ჩარტერული ფრენების დაწყების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ყირგიზულმა Air Manas-მა მიიღო, რომელიც ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით შეასრულებს რეისებს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ტურიზმის სწრაფად აღდგენას მოასწავებს.

ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ბიშკეკი - ბათუმი - ბიშკეკის მიმართულებით 18 ივლისიდან დაიწყებს ოპერირებას.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადი შესაბამისად, ავიაკომპანია მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა) გეგმავს.

ინფორმაციისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 17 ივნისს მიენიჭა.