ეკონომიკა

საქართველოსა და ავსტრიას შორის, როგორც ვაჭრობის, ისე ინვესტიციების მიმართულებით უდიდესი პოტენციალი არსებობს - გენადი არველაძე

საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე
გენადი არველაძე
1634109773
დაკოპირებულია

ავსტრიის ქალაქ ვენაში საქართველო - ავსტრიის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა გაიმართა. სხდომას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ავსტრიის ეკონომიკურ და ციფრულ საკითხთა ფედერალური სამინისტროს ეკონომიკური, ინოვაციური და საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ფლორიან ფრაუშერი. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ავსტრიაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის პარალელურად ჩატარდა.

სხდომაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები.

კომისიის სხდომის ფარგლებში, ავსტრიის მხარემ წარადგინა წინადადებები სხვადასხვა ავსტრიული კომპანიების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის ცალკეული დარგებით, მათ შორის, ენერგეტიკის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის მიმართულებით დაინტერესების შესახებ.

სხდომაზე აღინიშნა, რომ 2021 წლის 8 თვეში საქართველოდან ავსტრიაში ექსპორტი 5 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ხაზი გაესვა იმასაც, რომ დადებითი დინამიკის მიუხედავად, პოტენციალი ბევრად მეტია. ითქვა, რომ არსებობს ავსტრიასა და ზოგადად ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული მეტი პროდუქტის განთავსების შესაძლებლობა, რასაც იძლევა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება (DCFTA). როგორც სხდომაზე აღინიშნა, პოტენციალი იმისა, რომ DCFTA -ით მეტმა ქართველმა ექსპორტიორმა ისარგებლოს, ძალიან დიდია.

კომისიაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი ეკონომიკის სხვა დარგების მიმართულებითაც. მათ შორის, ქართულმა მხარემ დასვა საკითხი სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდვების ნებართვების კვოტის გაზრდასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ 2021 წელს საქართველოდან ავსტრიაში სახმელეთო გადაზიდვების მოცულობა 10,5 პროცენტითაა გაზრდილი. სხდომაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ავსტრიიდან საქართველოს გავლით დერეფნის გამოყენებაზე სარკინიგზო ტვირთების ტრანზიტული გადაზიდვებისთვის და ამ მიზნით ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, გენადი არველაძემ და ფლორიან ფრაუშერმა ხელი მოაწერეს კომისიის ოქმს. მასში აისახა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთი სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, დიგიტალიზაცია, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა, ევროინტეგრაცია და სხვა.

„ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილის გაზრდა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაშიც საქართველო-ევროკავშირის შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) გვიწყობს ხელს. მისასალმებელია, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართული პროდუქციის ექსპორტი 2021 წელს ავსტრიის ბაზარზე 5%-ით გაიზარდა, მაგრამ პოტენციალი ბევრად მეტია. საქართველოსა და ავსტრიას შორის, როგორც ვაჭრობის, ისე ინვესტიციების მიმართულებით უდიდესი პოტენციალი არსებობს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღნიშნული შესაძლებლობები უფრო მეტად გამოვიყენოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისში, მარნეულში, ლენტეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.

1635319108

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ჩამოვიდა. იგი ამ დროისთვის რუსთავის ციხეში იმყოფება.

1635318924

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. „ეარ ევროპასა“ და “იბერიის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა.

1635318840

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 434 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევა.

1635318156
ინფექცია, 2020

4337 ინფიცირება, 3137 გამოჯანმრთელება, 42 გარ...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 3137 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1635317580
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კახეთ...

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

დღეს დავით გარეჯის საქმეზე ბრალდების მხა...

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემ...

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.