ეკონომიკა

საქსტატი: უმსხვილესი ქვეყნების წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.0% შეადგინა

საგარეო ვაჭრობა
1605773267
დაკოპირებულია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის 2020 წლის (იანვარი-ოქტომბერი)

არსებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,
რაც 11.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტით გაიზარდა და 1 956.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2015-2020 წლებში 👇

eksporti_o_h.jpeg

📌 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.0 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (405.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (320.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (254.1 მლნ. აშშ დოლარი).

📌 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 618.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 197.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 162.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტი).


ათენში ტყის ხანძრებს
ებრძვიან - ათასობით
ადამიანი სახლებს ტოვებს

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით...

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალაქის ძლიერ გამაგრებულ „მწვანე ზონასთან“ ახლოს, სამთავრობო შენობების და უცხოური საელჩოების ადგილას აფეთქება და სროლა მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1628019009

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში გავრცელებული ხანძრების გამო იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

1628017672

„კორონავირუსის ბევრი მუტაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

1628015887
ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი ამოწურული არაა“ - სალომე ზ...

„მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს პროცესი, რომელი დგას ამ დოკუმენტის მიღმა, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მის ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დ...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცე...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.