მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი პრიორიტეტული ხდება

სამედიცინო ტურიზმი

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას აქცენტი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებითაც გაამახვილა.

„ჩვენისთანა მდიდარი კურორტების, ისტორიისა და გამოცდილების მქონე ქვეყნისთვის ესაა დამატებითი შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ არ გავუშვებთ ხელიდან“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სათავგადასავლო, ღვინისა და ეკოტურიზმზეც. „ესაა სათავგადასავლო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ეკო და აგროტურიზმი, დაცული ტერიტორიები და ნაკრძალები, მთის კურორტები და ასევე სპეციალური დაცული ტურისტული ზონების იდეა, სადაც შევქმნით სპეციალურ მწვანე დაცულ ტერიტორიებს და ზონებს, სადაც პრივატულობის დაცვით, დისტანციის დაცვით ტურისტები შეძლებენ განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის სერვისების მიღებას, რაც სრულიად შესაბამისობაში იქნება პოსტკოვიდური ტურისტული გლობალური ბაზრის მოთხოვნებთან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.