ეკონომიკა

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ Ba2 დონეზე დაადასტურა

სარეიტინგო სააგენტო Moody’s
1632205315
დაკოპირებულია

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ Ba2 დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტოს განმარტებით, რეიტინგის შენარჩუნების მთავარი ფაქტორი პანდემიის პერიოდში გატარებული ეფექტური მაკროეკონომიკური პოლიტიკა და პროგნოზირებადი და საიმედო ინსტიტუტებია. პანდემიამდელ პერიოდში გატარებულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებულმა 4-წლიანმა პროგრამამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკას მომზადებული შეხვედროდა ეკონომიკურ კრიზისს.

სააგენტო დადებითად აფასებს პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს ყველაზე დაზარალებული შინამეურნეობებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. აღნიშნულმა ღონისძიებებმა ქვეყანას თავიდან აარიდა სისტემური პრობლემები და შედეგად, დღეს გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენა.

სააგენტო ძლიერ მხარედ აფასებს ფისკალურ სექტორს. მიუხედავად პანდემიის პერიოდში გაზრდილი ვალისა, სააგენტოს შეფასებით, ვალი კვლავ რჩება მართვად დონეზე მომსახურების დაბალი ხარჯებიდან გამომდინარე. სააგენტო ასევე დადებითად აფასებს მთავრობის განზრახვას ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უკვე აქვს სამივე სარეიტინგო სააგენტოს შეფასება და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე გადავიდა საკრედიტო რეიტინგების გაუარესების გარეშე.

ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, ვინაიდან ჩვენ ვუახლოვდებით მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ საშუალოვადიან პერიოდში, მივაღწიოთ საინვესტიციო რეიტინგს.

ამას აქვს არამხოლოდ რეპუტაციული, არამედ პრაქტიკული შედეგიც. ამ სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებულმა რეფორმებმა, მნიშვნელოვნად გაზარდა ეკონომიკის მოქნილობა საგარეო შოკების მიმართ, რის გარეშეც პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი იქნებოდა გაცილებით ღრმა და ხანგრძლივი.

პანდემიამდელ პერიოდში გატარებული რეფორმები, რამაც ხელი შეუწყო დანაზოგების ზრდასა და საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას, დადებითად აისახა, როგორც საკრედიტო რეიტინგებზე, აგრეთვე ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკის უნარზე, სწრაფად აღდგენილიყო კრიზისის შემდეგ.

სახალხო დამცველი

„ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდ...

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„არ მაინტერესებს ოპონენტის გეგმები, ჩემთვის მნიშვნელოვანია თბილისელებს ავუხსნა, როგორ ვგეგმავ თბილისის განვითარებას. ხვალიდან დავიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1634487065

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1634486513

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე საყოველთაო შერიგების იდეასთან დაკავშირებით ისაუბრა.

1634485859

პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტს აფასებს.

1634482770
დაპირისპირება ეთერში

„შენ, ნიკა მელიამ და სააკაშვილმა დათხარეთ თვა...

ჟურნალისტმა ირაკლი წულაიამ სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა და 20 ივნისის მოვლენებში მთავარ დამნაშავედ მოიხსენია.

გიორგი ხანიშვილი იმერეთში აზიურ ფაროსანა...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გადაწყვეტილები...

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ვეტერანთა ყოველთვიური დანამატი იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფ...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.